სხვა

ხელბურთი

თბილისი. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები 3 აგვისტოს იწყებს

AutoSharing Option
3 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთში 17 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება.

ტურნირის საზეიმო გახსნა 16:00 საათზე გაიმართება, თუმცა პირველი შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც სერბეთი ფარერებს შეხვდება.

16:30 საათზე საქართველოსა და ლიეტუვას შორის მატჩი დაიწყება.

საქართველოს ნაკრებში ჩვენი ქვეყნის 5 სხვადასხვა ქალაქის 6 კლუბის 18 ხელბურთელია.
გოგონათა ნაკრებს ინა ჭკუასელი, გელა ჟვანია, გიგა ტორონჯაძე და ლანა მარგიანი წვრთნიან.

გუნდი უკვე ორი წელია, ემზადება მთავარი ტურნირის, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის და სერიოზული მზადებაც გაიარა.

2018 წელს გუნდმა გეტებორგში, 16-წლამდელთა ევროპის
ჩემპიონატზე იასპარეზა, 2018-19 წლების სეზონში კი საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატში ითამაშა, სადაც ზრდასრული ასაკის მეტოქეებთან უწევდა თამაში.

ამას დამატებული, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი კლაიპედაში, საიდანაც გუნდი ახლახან დაბრუნდა. გოგონებმა ორი წლით უფროს მოწინააღმდეგეებთან სერიოზულად იბრძოლეს, კოსოვოს საკმაოდ ძლიერ გუნდთან მოგებულმა თამაშმა კი თავდაჯერებულობაც გააორმაგა.

ნაკრებმა 2 წლის განმავლობაში დიდი სატურნირო გამოცდილება დააგროვა, სერიოზული პროგრესი განიცადა და მიზანიც გამოიკვეთა - თბილისში საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასაძლევად და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალი იქნება, ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი რამდენიმე პლატფორმით იქნება შესაძლებელი:



საქართველოს ნაკრები

GK: 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია), 16. დიანა ქარჩავა (2002, აჭარა), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)

LW: 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა)

RW, RB: 23. ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი), 25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 93. ლანა გოგია (2002, ფოთი)

P: 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი), 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა)

LB, CB: 2. ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი), 7. მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა)

მწვრთნელები: გელა ჟვანია (1990), ინა ჭკუასელი (1985), გიგა ტორონჯაძე (1989)
ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990), მენეჯერი ლანა მარგიანი (1988)

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ. 3-11 აგვისტო, თბილისი
A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ფარერები, საბერძნეთი
B ჯგუფი: ლიეტუვა, ფინეთი, შვეიცარია, საქართველო, ლატვია

კალენდარი
3 აგვისტო
12:00 სერბეთი - ფარერები
14:00 უკრაინა - საბერძნეთი
16:00 გახსნა
16:30 ლიეტუვა - საქართველო
18:30 შვეიცარია - ლატვია

4 აგვისტო

12:00 ფარერები - ბულგარეთი
14:00 საბერძნეთი - სერბეთი
16:00 საქართველო - ფინეთი
18:00 ლატვია - ლიეტუვა

5 აგვისტო
12:00 ბულგარეთი - უკრაინა
14:00 ფარერები - საბერძნეთი
16:00 საქართველო - ლატვია
18:00 ფინეთი - შვეიცარია

7 აგვისტო
12:00 ბულგარეთი - საბერძნეთი
14:00 უკრაინა - სერბეთი
16:00 ფინეთი - ლატვია
18:00 შვეიცარია - ლიეტუვა

8 აგვისტო
12:00 უკრაინა - ფარერები
14:00 სერბეთი - ბულგარეთი
16:00 შვეიცარია - საქართველო
18:00 ლიეტუვა - ფინეთი

10 აგვისტო, ნახევარფინალი

11:00 (9-10) A5-B5
13:00 (5-8) A3-B4
15:00 (5-8) B3-A4
17:00 (1-4) A1-B2
19:00 (1-4) B1-A2

11 აგვისტო, ფინალი
12:00 (7-8)
14:00 (5-6)
16:00 (3-4)
18:00 (1-2)