საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოცდილი სპეციალისტი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს რუმინელი სპეციალისტი სანდუ ფლორინ იაკობი უხელმძღვანელებს.

43 წლის რუმინელს მთავარ მწვრთნელად ხუთ რუმინულ გუნდსა და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია.

მისი სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს დაიწყო, როცა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა, რის შემდეგაც "ვასლუიში", "კონსტანტაში", "ფოკსანში", ბუქარესტის" სტიაუასა" და "ბაკაუში" იმუშავა. "კონსტანტასთან" ერთად 2017-18 წლების სეზონში რუმინეთის თასის მფლობელიც გახდა, როცა მისმა გუნდმა ფინალში "ტიმიშოარა" 23:21 დაამარცხა.

სანდუ იაკობმა მოთამაშის რანგში რუმინეთის ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა, ხოლო თასის მოგება 5-ჯერ მოახერხა.

მას რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 154
მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 576-ჯერ გამოიჩინა. ფლორინი 2009 წლის ხორვატიის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრების კაპიტანი იყო.

"ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში მუშაობა დავიწყე. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვეცდები, რომ მაქსიმალურად მეტი გავაკეთო საქართველოსთვის, რომელიც უკვე ძალიან მომწონს. მომწონს ის სათამაშო სტილი, რომელშიც ახალგაზრდა მოთამაშებს მეტი შანსი ეძლევათ", - განაცხადა სანდუ ფლორინ იაკობმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთერთი ყველაზე underrated სპორტი. მაგარი სანახაობრივია არადა.
ხელბურთი
01:47 06-03-2021
0
ერთ დროს რა პოპულარული იყო ხელბურთი.მახსოვს ზარია ვასტოკას ტურნირი ტარდებოდა და უძლიერეს ნაკრებებთან ერთად,იმ დროს საქართველოს ნაკრებიც გამოდიოდა.არადა მაგარი გუნდები თამაშობდნენ და დარბაზიც ივსებოდა--სსრკ,გდრ,იუგოსლავია,რუმინეთი და ა.შ..
კახა ქ.
00:35 06-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული