სხვა

ხელბურთი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთს დაუზავდა და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში მასპინძელ ფინეთს დაუზავდა - 29:29.

ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი გოლი ირაკლი კბილაშვილმა გაიტანა - 8. თეიმურაზ ორჯონიკიძემ 7-ჯერ, ხოლო რევაზ ჭანტურიამ და ერეკლე არსენაშვილმა 5-ჯერ გამოიჩინეს თავი.

გუშინ საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი 32:26 დაამარცხა, ბოლო შეხვედრას კი ჯგუფში დღეს ესტონეთთან 20:00 საათზე გამართავს

ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს. ასე რომ, ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ