სხვა

ხელბურთი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპირველობის მიღმა დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში სტუმრად ფინეთთან 23:30 დამარცხდა და კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საქართველოს ნაკრებიდან გოლები გიორგი დიხამინჯიამ (5), თეიმურაზ ორჯონიკიძემ (4), მირიან გავაშელიშვილმა (3), უჩა მაისურაძემ (3), სანდრო დარსანიამ (3), ზურაბ აბრამიშვილმა (2), ირაკლი გოგოლაძემ (2) და ზურიკო სიმონიამ (1) გაიტანეს.

თბილისში ფრედ დასრულებული (22:22) შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა, რამაც გუნდზე უარყოფითად იმოქმედა.

ევროპირველობაზე ფინეთის ნაკრები იასპარეზებს.

ასევე დაგაინტერესებთ