საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი წარადგინეს

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე წარადგინეს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელბურთის ფედერაცია თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"დღეს, 7 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვახტანგ მეიფარიანის პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციაზე მოხდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ტიტე კალანდაძის წარდგენა, რომლის დებიუტიც მოახლოებულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შედგება, სადაც, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ნაკრები უნგრეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვის გუნდებთან შეეცდება სასურველი შედეგების დაფიქსირებას.

გარდა აღნიშნულისა, პრესკონფერენციაზე ვახტანგ მეიფარიანმა მადლობა გადაუხადა ჩვენი ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს,
სანდუ იაკობს გაწეული საქმიანობისთვის და ასევე, ეროვნული ნაკრების ყოფილ ხელბურთელებს - რევაზ ჭანტურიას, რატი მსხვილიძეს და შოთა თევზაძეს, რომლებმაც დაასრულეს აქტიური სახელბურთო კარიერა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დროა ქართულმა ხელბურთმა გაიღვიძოს და რაღაც დონეზე წარმატებას მიაღწიოს
ქართული ხელბურთი
00:02 08-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული