სხვა

ხელბურთი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ბერნშია და შვეიცარიასთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
ჩვენი ეროვნული ნაკრები გუშინ, გამთენიისას, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაემგზავრა, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, 12 ოქტომბერს, შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

გუნდი სასტუმროში დაბინავდა და მოგვიანებით პირველი ვარჯიშიც გამართა. ხვალ კი, თბილისის დროით 20:00 საათზე, Mobiliar Arena-ზე მატჩიც აიღებს სტარტს.

ტიტე კალანდაძემ ამ და 16 ოქტომბერს თბილისში, უნგრეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი შეხვედრებისთვის შემდეგ ხელბურთელებს უხმო:

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (პრილეპი, მაკედონია); დავით ნიქაბაძე (ვოლგოგრადი, რუსეთი); დიმა სილაგაძე (სტუ, თბილისი)

უკანახაზელები: მირიან გავაშელიშვილი (პრილეპი); თეიმურაზ ორჯონიკიძე (კოკსი, ფინეთი); ირაკლი კბილაშვილი (სუჩავა, რუმინეთი); ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი,
საფრანგეთი); ზურაბ გოგავა (ლუბენაუ, გერმანია); გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე, საფრანგეთი); ზურიკო სიმონია (ქუთაისი 2015);

წინახაზელები: ჰაზეინ რუსტამოვი (ოჰრიდი, მაკედონია); გიორგი დიხამინჯია (ლუბენაუ, გერმანია); ერეკლე არსენაშვილი (პუენტე ჟენილი, ესპანეთი); ირაკლი გოგოლაძე (ბსბ, ბათუმი); გიორგი ლაპიაშვილი (ბსბ); ზურაბ აბრამიშვილი(ბსბ);

შეხვედრისთვის თვალის მიდევნება პირდაპირ ეთერში ehftv.com-ზე ავტორიზაციის შემდგომ შეგეძლებათ.

geohandball.ge

ასევე დაგაინტერესებთ