სხვა

კრივი

მეივეზერი მაკგრეგორთან ჩხუბის შემდეგ კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა დაადასტურა, რომ UFC-ის ჩემპიონთან, ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ კარიერას  არ გააგრძელებს. პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა მოკრივემ აღნიშნა, რომ ძველებურად ჩხუბი აღარ შეუძლია, თუმცა, ჯერ ისევ წარმოადგენს ხიფათს ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის.

"ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნება, - მოჰყავს The Sun-ს მეივეზერის სიტყვები. - დავპირდი ჩემს გუნდსა და ბავშვებს, რომ მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ, რინგზე აღარ გავალ. სიტყვას ავასრულებ და პირობას არ დავარღვევ. ბევრი საქმე გამომიჩნდა, ბავშვები კოლეჯში წავლენ და ეს ბევრ დროს წაიღებს, რადგან განათლებას ჩვენს ოჯახში დიდი მნიშვნელობა
აქვს.

მე ის ფლოიდ მეივეზერი აღარ ვარ, როგორიც ათი, ხუთი ან ორი წლის წინ ვიყავი. მაგრამ მაინც ხიფათს წარმოვადგენ რინგზე. ხშირად, როცა რინგზე გავდივარ, მეხმარება გამოცდილება, რადგან ბევრი ბრძოლა ჩამიტარებია, თანაც უმაღლეს დონეზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"