საბრძოლო განწყობით! - მერაბ დვალიშვილის ორთაბრძოლის დაწყების დრო ცნობილია

AutoSharing Option
MMA-ს მებრძოლი მერაბ დვალიშვილი თავის ორთაბრძოლას 22 აპრილს, საქართველოს დროით გვიან ღამით, 02:30 საათზე გამართავს.

როგორც უკვე ვწერდით, მისი მეტოქე ამერიკელი რიკი სიმონი იქნება.

დვალიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ შესანიშნავ განწყობაზეა და საბრძოლველად მზადაა.

გუშინ ის ატლანტიკ სიტიში ჩავიდა, სადაც მეტოქეს დაუპირისპირდება. ამჟამად ქართველი მებრძოლი წონის დაკლების პროცედურას გადის.


მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები მერაბს.იქნებ დაგეწერათ სად შეიძლება ტრანსლაციის ნახვა?
სოსო
21:29 19-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული