აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

AutoSharing Option
ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სასჯელის ზომა ამ ეტაპზე უცნობია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია იყო, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებდა.

არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

alt"მეგობარს თვალწინ რომ მიკლავენ და მე ჯიბეში ხელებჩაწყობილი ვდგავარ, მაშინ ჩაქუჩა კი არა, ჩემი ფეხები ვყოფილვარ"

altაშშ-ში ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 9 /
საქმის დეტალებს არ ვიცნობ მაგრამ ამერიკაში რომ ძალიან მკაცი კანონბია ფაქტია, ისიც ფაქტია რომ ერთი წელი წინასწარპატიმრობაში იყო რას ნამდვილი ქაჯობაა, აშკარად უსამართლოდ გაწირეს მე ამის მჯერა და არც ამერიკული მართლმსაჯულების მჯერა ისე ბრმად რომ კითხვები არ მქონდეს.
დათო
21 ივნისი 2018 03:29
1
ავთო დიდი განათლებით არ გამოირჩევა საუბარიც ვერა აქვს დალაგებული,მაგრამ მომკალით და ვერ დავიჯერებ,რომ ასეთი წყალწაღებული კრიმინალია.თუმცა არც ანგელოზი იქნება ეს ნოჩხუბარი კაცი.
სოსო
20 ივნისი 2018 23:09
2
დასანანი შემთხვევა მოუვიდა ავთოს, ფაქტია რომ რომ არ ყოფილიყოს ბრალდების დადასტურების უტყუარი მტკიცებულებები ყველა მუხლში არ გაამტყუნებდნენ!!!
zaza
20 ივნისი 2018 21:57
1
ადამიანურად ძალიან ცოდოა... მისი მშობლები ხომ საერთოდ ძალიან დიდ განცდებში იქნებიან... იმედია, უფალი ააცდენს ამ დიდ განსაცდელს...
vaxo...
20 ივნისი 2018 16:21
4
რაც მაგათმა ქართველები გაამწარეს და გააუბედურეს 40 კიდევ ცოტაა,
brooklinidan
20 ივნისი 2018 16:10
2
ხალხმა სიტყვა ბირჟაობაზე ვერ იკაიფა :))) სორი ანზორი ბლინ :)))
odala
21 ივნისი 2018 08:25
0
ვაა, მართლა ეგრეა? მეც ბრუკლინში ვბირჟაობ, მაგრამ ქართველებთან არ მაქვს შეხება მაინც და მაინც და არ ვიცი ამბები. გამწარებაში რას გულისხმობთ, რას უკეთებდნენ??
odala
20 ივნისი 2018 17:09
4
რა ექნა?ქუთაისელია.
zurab
20 ივნისი 2018 11:57
11
ძაან ცუდი მომენტია, როცა წარმატებული სპორტსმენი ხარ და ასეთ შეცდომას უშვებ. რა უნდა ვთქვათ... ქართველებს სახელი დიდიხანია გაფუჭებული გვაქვს. იმედია 40 წელი არ მოუწევს ციხეში ავთანდილს...
ლაშა
20 ივნისი 2018 11:28
4

სიახლეები პოპულარული