სხვა

კრივი

ავთანდილ ხურციძე: ახლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ

AutoSharing Option
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ახლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი, ანუ არალეგალური თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ, 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემს შემთხვევაში.

არ არის 0-დან 20, არის 0 და 5. 1 წელზე მეტი ვზივარ აქ. 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა, გაქაჩე-გამოქაჩე, კიდე 2 წელი და ეგაა. ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს. 40 წელი, ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა,
მაგის დამწერს და გამავრცელებელს ჭკუა აქვს? ენა რომ აქვს, იასნია, კარგი თქვით რამე, ტყუილს რომ ავრცელებთ.

ასე რომ, კიდევ დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე. ყოველდღე 3-საათიან ვარჯიშებს ვატარებ. ასე რომ, ავთანდილა ფორმაშია.

გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ მე არ შემიჩერებია ჩემი საყვარელი ნამდვილი საქმე, ლაპებიც კი შემიკერეს ციხეში და მიდის ბათქაბუთქი ყოველდღე. თანაც დრო ბევრი მაქვს, სხვა საქმე არაფერი.

ვარჯიში, ძილი, ჭამა. ბრძოლებსაც რომ მიტარებდნენ, გეუბნებით, ცუდ ადგილზე არა ვარ. ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი.

რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმის ბარკალი მომიტანეს და მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავებაა, ჰა ჰა ჰა", - წერს ხურციძე.

altსავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ - აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

altაშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო