ჩამსვეს ძალით, შენ წადიო - რუსეთში გამართულ ბრძოლაში აფხაზმა მოკრივემ ქართველი დაამარცხა

AutoSharing Option
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ბრძოლა გაიმართა, სადაც ერთმანეთს აფხაზი და ქართველი მოკრივეები დაუპირისპირდნენ.

იგორ ადლეიბამ საქართველოს სახელით მოასპარეზე მიხეილ ავაკიანი დაამარცხა.

აფხაზური მხარე აღნიშნულ გამარჯვებას ძალიან გახარებული შეხვდა და გულშემატკივარს ეს ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

Sportall.Ge

თავად ადლეიბამ კი ბრძოლის შემდეგ განაცხადა:

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახლა სახლში წასვლა და დასვენება მინდა. ძალიან ბევრი პოზიტიური ემოცია მივიღე. ამ ბრძოლისთვის თვე-ნახევარი ვემზადებოდი.

შემიძლია ბრძოლა ნებისმიერ რაუნდში დავასრულო, ამჯერად კი გეგმა ბოლო რაუნდამდე გამარჯვების მოპოვება იყო".

საინტერესოა, რომ საქართველოს სახელით არა ავაკიანი, არამედ
მერაბ თურქაძე უნდა გამოსულიყო, თუმცა მას ვიზის პრობლემა შეექმნა და ბრძოლაზე სხვა მოკრივე გაემგზავრა.

ამის შესახებ ავაკიანის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

"მე ვცხოვრობ საქართველოში. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. საქართველოს სახელით გამოვდიოდი. თურქაძის ვიზა არ ესწრებოდა და მე ჩამსვეს ძალით, შენ წადიო. მითხრეს ისიც, რომ წონაში უნდა დამეკლო. დავიკელი. სხვა რა გზა მქონდა. ფიზიკური დატვირთვა მქონდა დიდი. ცოტა შარდმდენი წამლებიც დავლიე", - თქვა მიხეილ ავაკიანმა და დასძინა, რომ ერთ დღეში ექვსი კილოგრამის დაკლება შეძლო.

ავაკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორს არის. ის საქართველოშია დაბადებული და ამ ქვეყნისთვის გამოსვლა საამაყოა.

რაც შეეხება შეჯიბრის ამ სახეობას, ის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კერძო ინიციატივას წარმოადგენს და პროფესიული კრივის (სამოყვარულო კრივი) მიმართულებაა, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ასევე, არც კრივის საერთაშორისო ფედერაცია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ე ბიჭო ომი მოგვიგეს და მაგას აღარ დარდობს არავინ და ბოქსი გახდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა? დაანებეთ ყველამ სპორტს თავი.ძალიან კარგი თუ ადლეიბა კარგი სპორტსმენია-ის ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა-პოლიტიკა დალაგდება ადრე თუ გვიან და ადლება დარჩება მაგარ სპორტსმენად-წარმატებები მას.რაც შეეხება "ტილოს ნაგლეჯს"ეს არ არის ტილოს ნაგლეჯი-ეს აფხაზეთის დროშაა-ყველა ავტონომიას აქვს თავისი დროშა და გერბი.ჩვენ პირველ რიგში უნდა ვცეთ პატივი ჩვენი ქვეყნის ნაწილის დროშას.
3
აქ ზოგი ამბობს რომ აფხაზია, მაგრამ რუსეთის სახელით გამოდისო, მაგრამ ეს გაურკვეველი ტილოს ნაგლეჯი რა არის შემოხვეული რომ აქვს?იქნებ ამიხსნას ვინმემ!
დავით 67
17:44 21-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული