გარდა ამისა, ამავე ღონისძიებაზე ჩატარდება მწვრთნელთა და მსაჯთა ეროვნული კატეგორიის სემინარები.
სემინარებს უხელმძღვანელებენ საერთაშორისო კატეგორიის 2-ვარსკვლავიანი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინავა და საერთაშორისო კატეგორიის 3-ვარსკვლავიანი, ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შალვა დუნდუა.
სემინარების საფუძველზე მწვრთნელებსა და მსაჯებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.