23-27 იანვარს ახალგაზრდა მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

AutoSharing Option
2019 წლის 23-27 იანვარს ქალაქ გურჯაანში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.

გარდა ამისა, ამავე ღონისძიებაზე ჩატარდება მწვრთნელთა და მსაჯთა ეროვნული კატეგორიის სემინარები.

სემინარებს უხელმძღვანელებენ საერთაშორისო კატეგორიის 2-ვარსკვლავიანი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინავა და საერთაშორისო კატეგორიის 3-ვარსკვლავიანი, ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შალვა დუნდუა.

სემინარების საფუძველზე მწვრთნელებსა და მსაჯებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული