WBC, WBA და უკვე IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი - კანელომ იაკობსი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს, დილით, ლას ვეგასში გაიმართა ბრძოლა მექსიკელ საულ "კენელო" ალვარესსა და ამერიკელ (ბრუკლინელ) დენიელ იაკობსს შორის. სასწორზე საშუალო წონითი კატეგორიის სამი ქამარი იდო. კანელო WBC-ისა და WBA-ს ტიტულებს ფლობდა, იაკობსი IBF-ის ქამარს.

ბრძოლა კანელოს უპირატესობით დაიწყო და პირველი 6 რაუნდი აშკარად მოუგო ამერიკელს. იაკობსი ბრძოლის მეორე ნახევარში გამოცოცხლდა და ძალიან მძლავრად შეუტია მექსიკელს. თუმცა, საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვებული საულ ალვარესი გახდა. სამივე მსაჯმა უპირატესობა კანელოს მიანიჭა - 115:113, 115:113, 116:112.

ამ ბრძოლის შემდეგ საშუალო წონის 4 კატეგორიიდან 3 ქამარი
კანელო ალვარესს ეკუთვნის, WBO კატეგორიაში ჩემპიონი დემეტრიუს ანდრადე არის, რომელსაც გაუჭირდება ამ ტიტულის შენარჩუნება. ჯერ არა, მაგრამ GGG-სთან ბრძოლა მალე მოუწევს.

ამ ჩხუბმა აჩვენა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საშუალო წონით კატეგორიას 3 ძლიერი მებრძოლი ეყოლება: დენიელ იაკობსი, გენადი გოლოვკინი და კანელო ალვარესი. მექსიკელმა პირველი ორი უკვე დაამარცხა, თუმცა ორივესთან 12-რაუნდიანი ბრძოლა დასჭირდა (GGG-სთან ორივეჯერ). აქედან გამომდინარე, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ მომავალში თუ ბრძოლა გაიმართა, რომელიმე მოკრივე მეორეს ან მესამეს აუცილებლად დაამარცხებს. თუმცა ახლა მწვერვალზე საულ "კანელო" ალვარესი გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლოვკინს ასაკი წამოეპარა,გაუჭირდება. ისე სამივენი საუკეთესოები არიან,ბოქსისთვის დაბადებულები.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული