ტერენს კროუფორდმა საშუალო წონის ყველა ჩემპიონი გამოიწვია

AutoSharing Option
საშუალო წონით კატეგორიაში WBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა ტერენს კროუფორდმა მისი წონითი კატეგორიის ყველა ჩემპიონი გამოიწვია ბრძოლაში.

კროუფორდმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" დაწერა: "ველოდები მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ჩემთან ბრძოლას დათანხმდებიან. გავაერთიანოთ ქამრები - იროლ სპენსი (IBF), შონ პორტერი (WBA), კეით თარმენი (WBO)."

ტერენს კროუფორდი ძალიან საინტერესო მოკრივეა. ჯერ ბრძოლაში არ დამარცხებულა და სამ წონაში ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ქამრებს - მსუბუქ წონაში, სუპერ-საშუალო წონასა და საშუალო წონაში.

ჯერმეინ ტეიოლორის შემდეგ ის გახდა პირველი მამაკაცი მოკრივე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ქამარი ყველა ვერსიაში (WBA, WBC, IBF და
WBO) აქვს მოპოვებული. ტერენსი იმითაც გამოირჩევა, რომ თანაბრად კარგად შეუძლია ბრძოლა როგორც ორთოდოქსულ, ისე მარჯვენა დგომით.

საინტერესოა, რომელი მოკრივე დათანხმდება ბრძოლას 31 წლის კროუფორდთან, რომელიც სამ წონით კატეგორიაში ჩხუბობდა და ჯერ არ დამარცხებულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული