სხვა

კრივი

ქართველმა ჭაბუკმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა რუმინეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. კონტინენტის პირველობის მესამეადგილოსნები გახდნენ გიორგი საჯაია (52კგ) და გიორგი დეკანოზიშვილი (80კგ).

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ქალაქ გალატში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 11 მოკრივით დაიწყო, ნახევარფინალში კი მხოლოდ საჯაია და დეკანოზიშვილი გავიდნენ.

ორივე მათგანმა გუშინ იასარეზა: საჯაია რუს ალექსეი შენდრიკთან მსაჯების გადაწყვეტილებით 1:4 დამარცხდა, დეკანოზიშვილს კი ასევე რუს ნიკიტა ლებედევთან მოეცარა ხელი. კრივში მესამე ადგილისთვის შეხვედრები არ ტარდება, ბრინჯაოს მედლებს ნახევარფინალებში დამარცხებულები იღებენ.