ქუთაისის ცენტრში მდებარე სპორტულ დარბაზში, სადაც კრივის სკოლაა, ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, კრივის სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 ჯგუფია ჩართული.