სხვა

კრივი

მინსკი 2019: ერთ-ერთი სინჯის მედალი ოთარ ერანოსიანმაც გაინაღდა

AutoSharing Option
26 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მოკრივე ოთარ ერანოსიანი (60 კგ) გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედალი გაინაღდა.

ერანოსიანმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჯავიდ ჩალაბიევს 3:2 სძლია და 1/2-ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, გაბილ მამედოვს შეხვდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების წევრმა სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) გუშინ გერმანელი ომარ იბრაჰიმი და ბრიტანელი აჰმედ აკელი დაამარცხა და 1/2-ფინალში იტალიელ ფედერიკო სერას დაუპირისპირდება.

ორივე შეხვედრა 28 ივნისს ჩატრდება.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალური ბარიერი ნოდარ დარბაიძემ (52 კგ), არტიუშ გომციანმა (56 კგ) და მიხეილ ბახტიძემ (91 კგ) ვერ დაძლიეს.