სხვა

კრივი

"სად არის კანელო? სად არის GGG?" ანდრადემ WBO ჩემპიონის ქამარი დაიცვა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისის დილით WBO ვერსიით საშუალო წონით კატეგორიის ჩემპიონმა დიმიტრიუს ანდრადემ პოლონელი მაციეი სულეცკი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

11 წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში 31 წლის ამერიკელმა მოკრივემ პირველი ბრძოლა ჩაატარა საკუთარ მშობლიურ ქალაქ პროვიდენსში და გამარჯვების მოსაპოვებლად 12 რაუნდი დასჭირდა. თუმცა, ანდრადემ სამივე მსაჯის მსგავსი შეფასებით (120:107) მოიგო და მთელი ბრძოლის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. დიმიტრიუსმა, რომელიც უძლეველი მოკრივეა, კარიერაში მეორე მარცხი აწვნია პოლონელს.

"სად არის კანელო? სად არის GGG? მე არ ვიხედები წარსულში, ვიცოდი, რომ სულეცკის დავამარცხებდი"-  ჩხუბის
დასრულების შემდეგ თქვა ანდრადემ, რომელსაც უკანასკნელი 6 ბრძოლაში მოსაგებად რინგზე 12 რაუნდის გატარება მოუწია.

ზოგადად, ანდრადე ცნობილია, როგორც ჭკვიანი, ტექნიკური მოკრივე, თუმცა სულეცკის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული იყო და შეტევით კომბინაციებს ერთი-მეორეს მიყოლებით ათამაშებდა.

"სულეცკი ტოპ-10-ეულის მოკრივეა, მაგრამ მე დავიღალე სუსტი მეტოქეების დამაცხებით. აღარ მინდა რეიტინგის ბოლოში მყოფ მოკრივეებთან ჩხუბი"- განაცხადა ანდრადემ.

დიმიტრიუსმა აღნიშნული გამარჯვებით კარიერაში ყველაზე დიდი ფულადი პრიზი მიიღო - 1 500 000 დოლარი, ხოლო დამარცხებულს წილად 400 000 დოლარი ხვდა.

ცოტა ხნის წინ, იყო საუბრები იმაზე, რომ კანელო ალვარესსა და გენადი გოლოვკინს შორის მესამე ბრძოლა შეიძლება წელს გაიმართოს, თუმცა თუ ყაზახი მოკრივე მექსიკელთან ჩხუბს ვერ მოახერხებს, ანდრადეს შანსი ეძლევა კარიერაში პირველი დიდი ბრძოლა გამართოს, თუმცა აქ ძალიან დიდი თუ არის. ამის მიზეზი დიმიტრიუს ანდრადეს მეტად უცნაური საბრძოლო სტილი გახლავთ, რომელთან გამკლავება გოლოვკინისთვის ადვილი ნამდვილად არ იქნება და ახალ თავსატეხს ისევ "შეჩვეულ ჭირთან" საბრძოლველად დაცდა ჯობს. თავად ანდრადეს კი, კანელოსთან ბრძოლა სურს. შეგახსენებთ, საშუალო წონით 3 კატეგორიაში ჩემპიონი საულ ალვარესია, ხოლო 1-ში ანდრადე.

"კანელო, მოდი ერთი ჩემპიონი გვყავდეს. ქამარი აქ არის და მოდი, ვიბრძოლოთ. ყოველგვარი რბოლისა და თამაშების გარეშე გადავწყვიტოთ ვინ არის საუკეთესო ამ კატეგორიაში. Mano y mano. Viva Mexico!"- მიმართა დიმიტრიუს ანდრადემ საულ კანელო ალვარესს.

არ ვიცით რა მოხდება, თუმცა თუ ანდრადემ კანელოსთან ან გენადი გოლოვკინთან ჩხუბი გამართა, ეს დიდი სანახაობა იქნება. მართალია,  აღნიშნულ ბრძოლებს წინ ბევრი დაბრკოლება უდგას, თუმცა თუ კანელოსა და GGG-ს დაპირისპირება არ შედგა, შესაძლებელია რომელიმე მათგანი რინგზე დიმიტრიუს ანდრადეს წინააღმდეგ დადგეს.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით