ბრძოლის შემდეგ რუს მოკრივეს თავის ქალა გაუკვეთეს

AutoSharing Option
20 ივლისს, ამერიკის ქალაქ ოკსონ ჰილში კრივის საღამო გაიმართა. ერთ-ერთი ბრძოლა რუს მაკსიმ დადაშევსა და პუერტორიკელ სუბრიელ მატიასს შორის შედგა.

მე-12 რაუნდში მატიასმა დადაშევი რინგის კუთხეში მიიმწყვდია და მძიმე დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც უგონოდ მყოფი დადაშევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ტვინის შეშუპება ჰქონდა.

საავადმყოფოში დადაშევს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს - თავის ქალის ძვლოვანი ღრუ გაუკვეთეს და სუბდურალური ჰემატომა ამოკვეთეს.

ამჟამად რუსი მოკრივე რეანიმაციაში იმყოფება და და მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივვადიანი პროგნოზი უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომკალით და ვერ ვამუღამებ სპორტს სადაც ტიპები ერთმანეთს გამიზნულად ურტყამენ. გინდა UFC და გინდა კრივი. რა სჯობს მესის ყურებას,ან ფედერერი,ნოლე,რაფა.აქეთ ლებრონი იქეთ კარი.ანდაც თუშიშვილის გულშემატკივრობას.დაჯექი ისიამოვნე.რა საჭიროა გამიზნულად თავპირის მტვრევა :-)
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული