20 ივლისს, ამერიკის ქალაქ ოკსონ ჰილში კრივის საღამო გაიმართა. ერთ-ერთი ბრძოლა რუს მაკსიმ დადაშევსა და პუერტორიკელ სუბრიელ მატიასს შორის შედგა.
მე-12 რაუნდში მატიასმა დადაშევი რინგის კუთხეში მიიმწყვდია და მძიმე დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც უგონოდ მყოფი დადაშევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ტვინის შეშუპება ჰქონდა.
საავადმყოფოში დადაშევს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს - თავის ქალის ძვლოვანი ღრუ გაუკვეთეს და სუბდურალური ჰემატომა ამოკვეთეს.
ამჟამად რუსი მოკრივე რეანიმაციაში იმყოფება და და მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივვადიანი პროგნოზი უცნობია.