სხვა

კრივი

როცა პაკიაომ პირველი ტიტული მოიგო, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ფილიპინელმა მოკრივემ, მენი პაკიაომ კით თურმანი დაამარცხა და ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

პაკიაომ პირველი ტიტული 1998 წელს მოიპოვა, ანუ მაშინ, როცა ამ სტატიის მკითხველთა დიდი ნაწილი დაბადებულიც არ იყო.

ეს 1998 წელს მოხდა. 19 წლის მენის იმ დროისთვის 24 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 23 მოეგო და ეს შედეგი უფლებას აძლევდა, სუპერმსუბუქ წონაში ჩემპიონობისთვის ებრძოლა.

მისი მოწინააღმდეგე და ქამრის მფლობელი ტაილანდელი ჩატჩაი სასაკული იყო. 28 წლის სასაკულს თინეიჯერი პაკიაო ტაილანდში ეჩხუბა და მეტოქე მე-8 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ამ
გამარჯვების შედეგად მენიმ WBC ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ეს მენის პირველი ტიტული იყო. გავა დრო და ფილიპინელი მებრძოლი 8 სხვადასხვა დივიზიონში მოიპოვებს ქამრებს და კრივის ისტორიაში სამუდამოდ შევა. პირველი ჩემპიონობა პაკიაომ 50,8 კგ-მდე კატეგორიაში მოიპოვა, ხოლო ბოლო მედალი ბრძოლაში 16 კგ-ით უფრო მძიმე კატეგორიიდან იყო.

მენი პაკიაო გახდა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი და მისი პირველი ტიტულიდან 20 წელზე მეტია გასული. გავიხსენოთ, რა ხდებოდა იმ პერიოდში.

  • სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონები ლენოქს ლუისი, ევანდერ ჰოლიფილდი და ჰერბი ჰაიდი იყვნენ.
  • ვლადიმირ კლიჩკო ჯერ კიდევ პერსპექტიულ მოკრივედ ითვლებოდა. პაკიაოს ჩემპიონობიდან ნახევარი წლის შემდეგ ვლადიმირის უფროსი ძმა, ვიტალი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
  • კანელო ალვარესი გვადალახარას ქუჩებში თამაშობდა, ხოლო ფლოიდ მეივეზერს უკვე 19 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
  • ხაბიბ ნურმაგომედოვი კავკასიონის მთებში ჭიდაობდა, კონორ მაკგრეგორი კი ფეხბურთით იყო გატაცებული და "მანჩესტერ იუნაიტედს" გულშემატკივრობდა.
  • საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ფრანგების თანამედროვე ნაკრების ლიდერი კილიან მბაპე პაკიაოს ჩემპიონობიდან 2 კვირის შემდეგ დაიბადა.
  • რომის პაპი ივანე პავლე მეორე იყო, ხოლო გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი გახლდათ.
  • საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, ხოლო ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარე - მიხეილ სააკაშვილი. რუსეთის სათავეში ჯერ ისევ ბორის ელცინი იდგა, აშშ-ის - ბილ კლინტონი.
  • ქუთაისის "ტორპედოს" კი დავით ყიფიანი წვრთნიდა.
alt40 წლის მენი პაკიაო ისევ მსოფლიო ჩემპიონია [VIDEO]
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ