სხვა

კრივი

WBC ვერსიით მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ციხეში თავი მოიკლა

AutoSharing Option
WBC ვერსიით მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში პოლონელმა დავიდ კოსტეცკიმ ვარშავის ციხეში თავი მოიკლა. 38 წლის სპორტსმენმა საკუთარ საკანში თავი ზეწარით ჩამოიხრჩო.

კოსტაცკიმ თავი მაშინ ჩამოიხრჩო, როცა მის კამერაში მყოფ სხვა პატიმრებს ეძინათ და მათ სწრაფად რეაგირება ვერ მოახერხეს. ციხის თანამშრომლებმა სცადეს მისი გადარჩენა, თუმცა სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, პატიმარი უკვე გარდაცვლილი იყო", - ავრცელებს ინფორმაციას Polsat Sport.

კოსტეცკი ციხეში პირველად 2011 წელს მოხვდა. მაშინ მოკრივეს 2-წელიწადნახევარი სუტინიორობის გამო მიუსაჯეს. 2014 წელს ის გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აღმოჩნდა საპატიმროში. მეორედ უკვე
მანქანების მოპარვისა და მოპარული მანქანების ლეგალიზებისთვის დაიჭირეს. კოტეცკის სასჯელის მოხდამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი.