ავთანდილ ხურციძის ინტერვიუ ციხიდან: შეიძლება მშიერი მოვკვდე, მაგრამ ნარკომანი და ბარიგა არასდროს გავხდები

AutoSharing Option
ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლო­ბელის, ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს მთავრობას სთხოვს, ახლა მაინც გამოიჩინონ მეტი ყურადღება მისი შვილის მიმართ. მაყვალა ხურციძის თქმით, მის შვილს აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არც ყურადღება აქვს და არც საჭირო მკურნალობა. შეგახსენებთ, რომ რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით, 2017 წლის ივნისში დაკავებულ ქართველ მოკრივეს ამერიკულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ავთანდილ ხურციძე ციხიდან გაზეთ "კვირის პალიტრას" დაუკავშირდა და თავის მდგომარეობაზე გველაპარაკა.

Sportall.ge გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს ნაწყვეტს:

- დიდი მადლობა, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, მივესალმო მათ, ვისაც ჩემი სჯერა
და გითხრათ, რა ხდება რეალურად. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე გამიკეთდა გამოკვლევა ტუბერკულოზზე, ბოლო ანალიზის შემდეგ კი მითხრეს, რომ მაქვს ტუბერკულოზი; ასევე, იგივე ინფექცია, რაც ჰიტლერს - სიფილისი. თუმცა ჰიტლერი მთელ მსოფლიოს ებრძოდა, მე - ამერიკელ პროკურორებს.

- შენი ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადღებას და დახმარებას სთხოვს - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია სრულფასოვანი მკურნალობაო...
- დედასთან არ მისაუბრია. როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა, ტირილი დაიწყო და ვეღარ ველაპარაკე. მხოლოდ ჩემს დას ვესაუბრე რამდენჯერმე. იმ დიაგნოზით, რაც ბოლო გამოკვლევის შემდეგ დამისვეს, არ შეიძლება ვიყო რვაასკაციან საერთო საცხოვრებელში, მაგრამ ისევ აქ ვარ და აქვე მმკურნალობენ. არადა, ბრუკლინის ციხეს სამკურნალო დაწესებულება არა აქვს, ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ. მოტეხილ ფეხზე თაბაშირის დასადებადაც კი! აქ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს თუ მოგცემენ, ან კბილს ამოგიღებენ. ისე, კბილს მეც ვიღებ - ერთი დარტყმით 5 კბილიც ამომიღია: არავითარი ჯადოქრობა, მხოლოდ ხელის სისწრაფე (იცინის). მკურნალობა ხომ იმისთვისაა, პაციენტი რომ გამოაკეთოს, მე კი პირიქით დამემართა - სრულიად ჯანმრთელი კაცი ინიექციების შემდეგ წელს ქვემოთ მოვწყდი, სამი დღე ვეღარ ავდექი, საშინლად მტკიოდა თავი და სახსრები, მქონდა ციებ-ცხელება, გულისრევა.

- "მკურნალობამ" უარეს დღეში ჩაგაგდო?
- ისე დავუძლურდი, სასადილოში გასვლის ძალაც არ მქონდა, პლასტმასის სკამსაც ვერ ვწევდი. საშხაპეში გასვლისას ჩემი სკამი თანასაკნელს მოჰქონდა. პოლიციელს ვუთხარი, მომეცი, ნემსს მე თვითონ გავიკეთებ-მეთქი, მაგრამ არ მანდო ჩემი საჯდომი (იცინის), თვითონ გამიკეთა და მაშინვე გამეთიშა ფეხები, ვეღარ ვდგებოდი, თუმცა არ შევიმჩნიე -კამერამდე მივაღწიე, ორი ლიტრი ცხელი წყალი დავლიე, მერე კი ორი საათი ვივარჯიშე, იქნებ ორგანიზმიდან წამალი გამოვდევნო-მეთქი. წინა ინიექციის შემდეგ პრეპარატის მოქმედება სწორედ ამ მეთოდით გადავიტანე - მთელი კვირა არ გავჩერებულვარ. ალბათ, ეს რომ ნახეს, ამჯერად იმიტომ გამიკეთეს უფრო დიდი დოზა.

- და ვარჯიშმაც აღარ გიშველა?
- დილით საწოლიდან ადგომაც ვეღარ შევძელი და პატიმრებმა დაცვას დაუძახეს, დაცვამ - ექიმს. დიდი დოზა გაგიკეთეთ, რადგან ორგანიზმში არსებული მიკრობი ძლიერიაო. მიკრობი კი არა, მე ვარ ძლიერი და ამიტომ გამიკეთეთ-მეთქი! ბევრი სითხე მიიღე და პრეპარატი ორგანიზმიდან გამოვაო. რატომღა გამიკეთეთ, თუ ისევ გარეთ უნდა გამოვიდეს, არ უნდა შევირგო-მეთქი? ძალიან შეშინებულნი კი იყვნენ. პარასკევი საღამო იყო, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც დარჩა და დაძახებისთანავე ჩემთან ჩნდებოდა, თან მაფრთხილებდნენ, თუ მკურნალობაზე უარს იტყვი, მოკვდებიო! ოღონდ როდის, არ ვიცითო. აბა, ან დღისით რომ მოვკვდები, ან ღამით, ეს თავადაც ვიცი-მეთქი. ამ ყველაფრის გამო ხუთი დღის განმავლობაში ვეღარ ვივარჯიშე. მერე ისევ შევუბერე ბებერი "ზილივით". შვიდჯერ გამიკეთეს ძალიან ძლიერი პრეპარატი, მაგრამ ამასაც გავუძელი.

- ანუ მკურნალობა დასრულდა?
- რა მჭირდა სამკურნალო (იცინის)?! ჩემისთანა ჯანმრთელი ჩემი შვილები ამყოფოს ღმერთმა! ისეთ ჯანზე ვარ, შემიძლია ოცი კაცი გავუშვა ნოკაუტში!

ამდენი ნემსი იმიტომ გამიკეთეს, რომ ციხის ჩხუბის სამივე აპელაცია მოვიგე და ჩემი საქმე მალე დაბრუნდება სასამართლოში. ამათ ჰგონიათ, დეპორტს ავიღებ. დეპორტი ბრალის აღიარების შემდეგ ხდება, ბრალს კი არ ვაღიარებ, რადგან მართალი ვარ! სიმართლის გამო მზად ვარ, ელექტროსკამზეც კი დავჯდე.

თუმცა, თუ კიდევ გამიკეთეს ბევრი ნემსი, რაღას დავჯდები?!

- წინა ინტერვიუში მითხარი, საქართველოს მთავრობიდან და აშშ-ში ჩვენი საკონსულოდან ჩემი საქმით არავინ დაინტერესებულაო. შეიცვალა რამე?
- არაფერი... როცა თარჯიმანი მჭირდება, მაშინაც კი რუს თარჯიმანს მახმარებენ. საერთოდ მოწყვეტილი ვარ ჩვენს მხარეს, არც კი ვიცი, ვინ არის საქართველოს მთავრობაში. დაახლოებით ხუთი თვის წინ (მაშინაც დედაჩემს დაუწერია წერილი და, როგორც იქნა, მომიკითხეს) ქალბატონმა დარეკა საკონსულოდან, ხომ არაფერი გინდაო? სასიამოვნო ხმა კი ჰქონდა და როცა ვკითხე, რა შეგიძლიათ-მეთქი, წიგნებს, ჟურნალებს, კროსვორდებს მოგაწვდითო. ტელეფონის პირადი ნომერიც ჩამაწერინა, როგორც კი რამე დაგჭირდება, დამირეკეო. ერთ დღესაც მართლაც დავურეკე. კი არაფერი მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, მოვიკითხავ, დაველაპარაკები, სასიამოვნო ხმას მაინც გავიგონებ-მეთქი, მაგრამ... არ მიპასუხა! ახლა თავს ვიიმედებ, ციხეს როცა დავტოვებ, მერე მაინც დავურეკავ-მეთქი. მაგრამ სულ "თეთრი ბაირაღები" მახსენდება და ვიცინი: "მე პატარა, 6-თვიანი ნემსიც გამიკეთეს და დიდიც". იმედია, პრეპარატის მოქმედება 10 წელიწადში მაინც გაივლის და ტელეფონის ის ნომერი ტყუილად არა მაქვს შენახული (იცინის).

- სასჯელის გასაჩივრებას მოჰყვა რამე შედეგი?
- სწორედ გუშინ მითხრა ჩემმა ადვოკატმა, რომ ციხის ამბებთან დაკავშირებული სამივე აპელაცია მოიგო! საპატიმროში ჩხუბის გარდა, ორჯერ დანაც ჩამიდეს საკანში და სამივე ამ ბრალდებაში გავმართლდი!


ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ kvirispalitra.ge-ზე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ქურდები, ყაჩაღები და რეკეტიორები რო სხედხართ სუფრებზე და პატიოსან, წესიერ ხალხს დასცინიხართ და აგინებთ ვერც თქვენ ეუბნებით პირში ვერავის, კიარადა პატრულის თანამშრომელი რო გხვდებათ რომელიმეს აღარ იცით საიდან შეუძვრეთ ხოლმე, ასე რომ ეგ რიჟა ბაზარი და "პირში ეტყვი ბიჭო" ვისთანაც გაგსვლიათ და ბოლდება მაგით იმათთან იხმარეთ ხოლმე.
არ გამოიყვანეს ჩაგრული წმინდანი ტოო, ცნობილი რეკეტიორი იყო ეს მასტი და აშშში მცხოვრები ქართველი "ქურდების" მარჯვენა ხელი, ადრე თუ გვიან გასროკავდნენ. ხოდა ვისი სახელითაც ხალხს ფულს ახევდა იმათ შეინახონ ეხლა ჩვენგან რა გინდათ, მე ეგრე მესმის სამაგიეროს გადახდა კარგი და ცუდი გაგებითაც
Beqa
12:05 15-11-2019
1
me ak zogiertebis gamkvirvebia ra, ram dagbogmat ase xalxo, kaci cxramtasikit zic upatronod cixechi, kovel dge sikvdils ukurebs tvalebchi, da tkven, kvelaze ar vambob, ram gagamcarat ase, ro igebda brzolebs da kamrebs igebda , kartulad cekvavda da mgeroda amerikis ringze mahin xo mogcondat, axla pexi gadaubrunda da aravis agar unda iskiara cheuracxopase gadadixart, erti mainteresebs pirchi tu etkvit chakuchas maset cud sitkvebs, ak kompiuterchi ro lanzgavt.male dagvibrundi chakucha, gauzeli.
KUTAISELI
15:33 12-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული