რუისი დამარცხებულია - ჩემპიონმა კუთვნილი ქამრები დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 დეკემბერს საუდის არაბეთში გაიმართა ბრძოლა მსოფლიოს სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულისათვის და ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ მექსიკელ-ამერიკელი ენდი რუისი მსაჯების ერთიანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (118:110, 118:110, 119:109) და გადალოცილი ქამრები უკან დაიბრუნა.

დღეიდან, ენტონი ჯოშუა IBF, WBA და WBO ვერსიით სუპერმძიმე კატეგორიის ჩემპიონია და ეს ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა. ამ მაჩვენებლით, ის მცირე კლასტერს შეუერთდა, რომელიც 5 მოკრივისაგან შედგება: მუჰამედ ალის, ლენოქს ლუისის, ევანდერ ჰოლიფილდის, მაიკ ტაისონისა და ფლოიდ პატერსონისაგან, სწორედ ამ მძიმეწონოსანმა მოკრივეებმა შეძლეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება.

მიუხედავად
იმისა, რომ მთელი ბრძოლის განმავლობაში უპირატსობას ჯოშუა ფლობდა, რუისმა მაინც უფრო მეტი დარტყმა მიაყენა ბრიტანელს, თუმცა 198 სმ სიმაღლის ჯოშუას დიდი ზიანი ვერ მიაყენა და "მედისონ სქვეარ გარდენში გაამრთული" ბრძოლისაგან განსხვავებით, ნოკდაუნები საუდის არაბეთში, რიადში შეკრებილმა 14 000 გულშემატკივარმა ვერ იხილა.

ამ წონაში მსოფლიოს მხოლოდ ერთი დაუმარცხებელი ჩემპიონი - დეონტაი უაილდერი ჰყავს, რომელიც ასევე დაუმარცხებელ მოკრივე ტაისონ ფიურის მეორედ უნდა შეხვდეს. ამ ბრძოლაში გამარჯვებული, დიდი ალბათობით, ჯოშუას შეხვდება და დივიზიონის ყველა ქამარი, შესაძლოა, მომავალ წელს გაერთიანდეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გათიშავდა კი არა ისე დანაყავდა კრივის ხალისს დააკარგიებდა))
baqari
17:03 02-02-2020
0
რუის ეკუთვნოდა კიდევ
გაგა
20:34 08-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული