სხვა

კრივი

ლიცენზია მოპოვებულია - ქართველი მოკრივე ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრმა სახილ ალახვერდოვმა (52 კგ) ლონდონში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

ინგლისის დედაქალაქში გამართულ შეჯიბრებაზე სახილის მეტოქე სერბი დუშან იაიჩი იყო, რომლის დამარცხებაც მოახერხა და ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.

თავიანთი ბრძოლები მოიგეს გიორგი ხარაბაძემ და ესკერხან მადიევმა, თუმცა, სამწუხაროდ, შეჯიბრება ამ ეტაპზე შეწყდა, რისი მიზეზიც, ბუნებრივია, კორონავირუსი გახლავთ.