ის ვუნდერკინდი იყო, 10 წლის ასაკში საუკეთესო ევროპელ მებრძოლებს უშანსოდ სცემდა

AutoSharing Option
თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც 10 წლის პროფესიონალი მოკრივე უფროსი ასაკის ადამიანთან რინგზე იბრძვის. თუმცა გასული საუკუნის 20-იან წლებში ასეთი ორთაბრძოლები საკმაოდ ხშირი იყო.

მიუხედავად ამისა, მსგავს ისტორიებს მაინც იშვიათად იხსენებენ, ხოლო იმ პერიოდის გმირებს უსამართლოდ ივიწყებენ. ჩვენ მოგიყვებით ყველაზე მცირეწლოვან და ნიჭიერ ბიჭუნაზე, რომელსაც ზრდასრული და გამოცდილი მოკრივეებიც კი გაურბოდნენ.

Sportall.Ge

ბავშვობა
ნიპერ პეტ დეილი დაიბადა უელსში. 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადაბარგდა, სადაც პირველად მოიზომა ხელზე კრივის ხელთათმანი, როცა ადგილობრივ დარბაზში ჩაეწერა სავარჯიშოდ. სწორედ იქ შეხვდა წამყვან
ბრიტანელ მწვრთნელს, ენდრიუ ნიუონს, ვისთანაც მთელი კარიერის განმავლობაში დარჩა.

Sportall.Ge

ენდრიუმ ბიჭში არსებული ნიჭი გეომეტრიული პროგრესიით განავითარა და მის მეათე დაბადების დღისთვის მშობლებს სთხოვა, ბიჭუნა პროფესიონალურ რინგზე, რეალური მოკრივეების წინააღმდეგ დაეყენებინათ. ნიპერი წინააღმდეგი არ იყო და "ნისლიანი ალბიონის" სენსაცია მალევე გახდა.

პროფესიონალური კრივი
აღმატებული უნარების, სწრაფი რეაქციისა და ფენომენალური დარტყმების მეშვეობით, ბიჭუნა კრივის ოლიმპზე ელვისებური სისწრაფით ავიდა. კრივის გულშემატკივარმა ნიპერი გააღმერთა. 11 წლის ასაკში ის უკვე 15-რაუნდიან ბრძოლებს პრაქტიკულად ყოველდღე ატარებდა.

Sportall.Ge

თინეიჯერულ ასაკში დეილიმ იმ ეპოქის არაერთი გამორჩეული მოკრივე დაამარცხა, რომლებიც ბრიტანული კრივის ერთგულმა ფანებმა იციან: ჯონი სამერსი, ტომი ბრაუნი, ჯორჯ გარარდი და სხვები.

მალე ბიჭის პოპულარობა მთელი ბრიტანეთისთვის გახდა ცნობილი. მას უკავშირდებოდნენ მენეჯერები და სხვადასხვა ბრძოლას სთავაზობდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი დიდი ბრიტანეთის ჩემპიონის ტიტულზე იყო. სამწუხაროდ, წესებიდან გამომდინარე, ჩემპიონობის პრეტენდენტი მინიმუმ 21 წლის უნდა ყოფილიყო, ნიპერი კი მაშინ მხოლოდ 13 წლის გახლდათ.

15 წლის ასაკში ნიპერ პეტს აშშ-დან დაუკავშირდნენ და ბრძოლის გამართვა კრივის მექაში შესთავაზეს. მწვრთნელმა კი უარი უთხრა და დაარწმუნა, რომ ამერიკაში მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელი იქნებოდა. რეალურად მწვრთნელს ეშინოდა, რომ იქაური მენეჯერები ნიპერს თავს მოაწონებდნენ და ინგლისში დაბრუნების სურვილს დააკარგვინებდნენ.

Sportall.Ge

მოგვიანებით ნიპერი მეზღვაურ ტომი უოტსონს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური უპირატესობა ბიჭუნას მხარეს იყო, მან ბრძოლა დათმო და თანაც ტვინის შერყევა მიიღო.

თავისი უკანასკნელი შეხვედრა დეილიმ გარი ჯენკინსის წინააღმდეგ გამართა, რომელიც მე-4 რაუნდში დაანოკაუტა. შემდეგ კი კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მაშინ მოკრივე სულ რაღაც 16 წლის და 11 თვის იყო. ჯამში მის ანგარიშზე 99 გამარჯვება, 11 წაგება და 8 ფრე იყო.

სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი დარბაზი გახსნა. 1988 წლის 25 სექტემბერს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია "ძენის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული