და მაინც, რატომ მოაჭამა ტაისონმა ჰოლიფილდს ყური? გავერკვიეთ მიზეზში

AutoSharing Option
მაიკ ტაისონი - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმეწონოსანია, რომლის დარტყმა 800 კგ-ს შეადგენდა და მოწინააღმდეგეებს ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებდა. თუმცა მის ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა ხასიათის სუსტი მხარეები უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მისმა კარიერამ დაღმასვლა დაიწყო.

რა სისუსტეები ჰქონდა "რკინის მაიკს" და რატომ მოაჭამა ყური ევანდერ ჰოლიფილდს?

ქუჩური აღზრდა

პროფესიონალი მოკრივის კარიერამდე მაიკ ტაისონი ნიუ-იორკის განგსტერულ უბანში იზრდებოდა. მსგავს გარემოში აღზრდამ სერიოზული გავლენა იქონია მაიკის პიროვნების ფორმირებაზე. მომავალი მოკრივე ქუჩაში ძალიან ბევრს ჩხუბობდა და კანონთან პრობლემები გამუდმებით ჰქონდა.

მაიკს გაუმართლა, როცა
მის ცხოვრებაში ისეთი ადამიანი გამოჩნდა, ვინც ბიჭის ენერგია და აგრესია სწორი მიმართულებით მიმართა. ტაისონმა დაიწყო ვარჯიში, გაუჩნდა მიზნები, ხოლო პირველმა მოგებებმა უდიდესი მოტივაცია მისცა.

საუკეთესო მოკრივის წოდება

ნებისყოფის, დისციპლინისა და თანდაყოლილი ტალანტის წყალობით მაიკი ელვის სისწრაფით ავიდა კრივის ოლიმპზე, გახდა ჩემპიონი და საუკეთესო მოკრივის წოდებაც მოიპოვა.

ამ მომენტში მისმა ნებისყოფამ სისუსტის ნიშნები გამოავლინა. მებრძოლი მოეშვა, მიღწეული წარმატებით, გამომუშავებული მილიონებითა და უსაზღვრო პოპულარობით მან თავი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ მაიკი ფიქრობდა, ყველაფერი გამოსწორდებოდა, პირველმა მარცხმაც არ დააყოვნა...

მოგვიანებით, 1996 წელს ის ევანდერ ჰოლიფილდთან დამარცხდა, ხოლო მათი რემატჩი 1997 წელს გაიმართა.

Sportall.Ge

ტაისონი - ჰოლიფილდი 2

შეხვედრის დაწყებისთანავე ჰოლიფილდი არასპორტულად მოქმედებდა. რამდენჯერმე ევანდერმა თავიც ჩაარტყა, თუმცა რეფერიმ ეს ვერ დაინახა. ამასთან, ჰოლიფილდი ტაისონის ძალის სიფრთხილის გამო მას ხელებს უბოჭავდა და ყველანაირად ხელს უშლიდა ნორმალურ ბრძოლაში.

ადვილი წარმოსადგენია, როგორი მრისხანებით აივსებოდა მაიკი, რომელსაც ისედაც არ აკლდა აგრესია. თავებით შეჯახების მორიგ ჯერზე, ტაისონი მოულოდნელად ყურში ეცა ჰოლიფილდს და პატარა ნაწილი მოაჭამა.

რატომ უკბინა მაიკმა ჰოლიფილდს?

მესამე რაუნდის შემდეგ რეფერიმ შეხვედრა გააჩერა და ტაისონი რინგიდან გააძევა.

თითქოს კითხვაზე: "რატომ უკბინა ტაისონმა ჰოლიფილდს" პასუხი მარტივია და მიზეზი ზედაპირშივეა - ჰოლიფილდი არასპორტულად და გამაღიზიანებლად იქცეოდა, ტაისონი წყობილებიდან გამოვიდა და მოხდა ის, რაც მოხდა. ეს სიმართლის ნაწილია, თუმცა...

Sportall.Ge

90-იანების შუა პერიოდში მაიკს სერიოზული პრობლემები დაეწყო ნარკოტიკებთან მიმართებაში. თუმცა ის ყოველ ჯერზე უძვრებოდა ათლეტურ კომისიას, რომელიც მოკრივეს ამოწმებდა. ევანდერთან ბრძოლის დროსაც ის ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების ქვეშ იყო, რამაც მოკრივის უკონტროლო და არაადეკვატური საქციელი გამოიწვია.

რა თქმა უნდა, ტაისონი დამნაშავე იყო წესების დარღვევაში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ევანდერიც ბინძურად თამაშობდა.

მომზადებულია "ძენის" მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰოლიფილდი იყო მაშინ რინგიდან გასაგდები თავი ისე ჩარტყა ტაისონი შხუბს ვეღარ გააგრძელებდა ასე მეხუთე რაუნდში ჰოლიფილდს ტექნიკურ ნოკაუტს გაუფორმებდნენ. მაიკს წარბი მაგრათ ქონდა გახსნილი
გიორგი კაპანაძე
15 აპრილი 2024 01:07
0
ძალიან კარგად მახსოვს ის ორთაბრძოლა. ტაისონი აშკარად დაიღალა. ჰოლიფილდს სწორი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული, დარტყმის საშუალებას არ აძლევდა. ტაისონიც ხვდებოდა, რომ რამდენიმე წუთში მას ენერგია სრულად გამოეცლებოდა, ჰოლოფილდი შეტევაზე გადავიდოდა, ის კი წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა და ნოკაუტით დამარცხდებოდა. ჰოდა, იმ მომენტში მეტი ვერაფერი მოიფიქრა და უკბინა. ეგ ყველამ კარგად იცის და მატჩის გარჩევისას არაერთხელ ითქვა!
ზურა
28 მაისი 2020 12:32
7
ჰოლიფილდთან დაპირისპირებისას, ის ტაისონი აღარ იყო, რაც ადრე. რა თქმა უნდა, გაცილებით მალე იღლებოდა. თუმცა, სიმართლე ის არის, რომ ტაისონი საუკეთესო ფორმაში ყოფნისასაც ცდილობდა მალე ჩაეგდო ნოკაუტში მეტოქე, რადგან მთელი მატჩის ჩატარება უჭირდა, ფეხებიც სხვებთან შედარებით სუსტი ჰქონდა. დარტყმის ძალით უეჭველია, კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მგონი ახლაც შერჩენილი აქვს.
თემო
28 მაისი 2020 13:58
0
არაფერიც არ გახსოვს. პირველად რატომ უკბინა მაშინ? თუ გაინტერესებს ტაისონს აქვს თავის წიგნში დაწერილი ამის შესახებ. შეგიძლია ამ ბრძოლას უყურო. რასაც შენ სწორ ტაკტიკას ეძახი ეგ დარღვევაა, რაზეც მსაჯი არ რეაგირებდა საერთოდ, სხვა დარღვევებზე აღარაფერს ვამბობ.
SL
28 მაისი 2020 13:11
4
ამდენი დემაგოგია რა საჭიროა. რატომ მოაჭამა და მსაჯის გამო. თუ ნანახი გაქვთ შეხვედრა, ჰოლიფილდი კრივს არ ჩხუბობდა, არამედ ჩახუტობანას. ორჯელ უკბინა სხვათაშორის, რო აღარ ჩახუტებოდა. იმ დღეს ჰოლიფილდს უნდა მოეგო.
SL
28 მაისი 2020 10:51
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული