"მეც ჯორჯ ფლოიდი ვარ" - კლიჩკო აშშ-ის ამბებს ბუნდოვნად გამოეხმაურა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ვლადიმირ კლიჩკო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე უცნაურად გამოეხმაურა, ბევრ რამეზე ისაუბრა, თუმცა ნათელი ის განცხადება გახლდათ, რომ ისიც ჯორჯ ფლოიდია. 

"მეგობრებო, მე რასიზმის წინააღმდეგ განცხადების გაკეთება მსურს. სპორტი ინტერნაციონალურია. განსაკუთრებით, საბრძოლო ხელოვნებაში არის მიღებული, რომ შენ პატივი უნდა სცე მოწინააღმდეგეს, მიუხედვად იმისა, თუ ვინ არის ის და საიდანაა წარმოშობით.

ყველა ერთი რასისა ვართ, ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენ გვაქვს რეალური პრობლემები, როგორებიცაა პანდემია, კლიმატის ცვლილება, სხვადასხვა ცხოვრებისეული უსიამოვნება.

კანის ფერი, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, ეს
უბრალო დეტალებია, რომლებიც ჩვენ ადამიანად გვაქცევს. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ტალანტთან, შესაძლებლობებთან, შემოქმედებასთან, გრძნობებთან, ინტელექტთან.

ჩვენ იმ უდანაშაულო ადამიანებს უნდა წარმოვადგენდეთ, ვისი ხმაც არ ისმის. მე ჯორჯ ფლოიდი ვარ", - თქვა კლიჩკომ.

ალბათ, მკითხველს პირველი წაკითხვით ერთიანი აზრის გამოტანა გაუჭირდება, თუმცა იმედებს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ დიდი მოლოდინები არც მეორე წაკითხვის შემდეგ გქონდეთ. თუმცაღა, ტექსტში ზუსტად ისეა ყველაფერი გადმოცემული, როგორც ეს ჩემპიონმა თქვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაფერი გასაგებად უთქვამს. ხვიჩა, შენ რა ვერ გაიგე? მეტი რა უნდა ეთქვა? დაბოლილი ხომ არ კითხულობდი კლიჩკოს ბლოგს?
status quo
17:44 01-06-2020
2
ენაწყლიანი და ინტელექტით აღსავსე არსებაა. ეტყობა კრივმა სულ გამოულაყა თავი იმდენი ურახუნეს..
ჯერი
17:08 01-06-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული