სხვა

კრივი

უკრაინელი მოკრივე: ამერიკაში სიგიჟე ხდება, ახალგაზრდები საპროტესტოთ გადიან და მეორე დღეს მოპარულ ნივთებს ყიდიან

AutoSharing Option
უკრაინელი ნახევრადმძიმე წონოსანი მოკრივე ივან რედკაჩი კალიფორნიაში გამართულ აქციებზე საუბრობს.

"ჩვენ ვცხოვრობთ კალიფრონიაში, ეს კი - დემოკრატიული, ლიბერალური შტატია.

აქ სიგიჟე ხდება. ჩემს მეზობლად აფროამერიკელები და თეთრები ცხოვრობენ მიტინგზე საქურდავად წავიდნენ, მეორე დღეს კი მოპარულ ნივთებს ყიდიდნენ.

ჩემი ზოგიერთი ნაცნობი ჰოლივუდში ცხოვრობს, იქ უფრო დაძაბული სიტუაციაა, ძალიან ეშინიათ. ბრბო თავის გზაზე განურჩევლად ყველაფერს ანადგურებს. ჩემი ნაცნობი ადვოკატის ოფისი სრულიად გაანადგურეს. ვისაც ბავშვები ჰყავთ, იმათ უფრო ეშინიათ.

თავიდან მეც ძალიან მეშინოდა, ვცდილობდი ბავშვი საბავშვო ბაღიდან ადრე გამომეყვანა, მეზობელი რაიონებიდან სროლაც ისმოდა.
ქუჩაში გასვლა სახიფათო იყო, ქუჩაზე ვიღაცების მანქანა დადიოდა და გზად ყველაფერს ეჯახებოდა. ეს სიგიჟეა." - განაცხადა რედკაჩმა Xsport-თან საუბარში.