რინგზე კარგად ვერ სცემა და ქუჩაში კიდევ დაანოკაუტა - 31 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა ტაისონისა და გრინის ქუჩის ჩხუბის კადრები [PHOTO]

AutoSharing Option
1986 წელს მაიკ ტაისონი თანამემამულე მიტჩ გრინს შეხვდა. გრინთან ბრძოლა მაიკისთვის 21-ე იყო კარიერაში. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯებმა ტაისონი დაასახელეს გამარჯვებულად.

გრინმა საკუთარი თავი საკმაოდ ძლიერად ჩათვალა, რადგან მაიკთან მთელი დისტანცია გაიარა და რემატჩს ითხოვდა, თუმცა ნანატრი რემატჩი შედგა, მაგრამ არა რინგზე.

1988 წლის ერთ-ერთ საღამოს მაიკი ჰარლემში ცნობილ მოდელიერთან მივიდა და თავისი შეკვეთა უნდა წამოეღო. ამის შესახებ მიტჩმა გაიგო და იმავე ადგილას სულ რაღაც რამდენიმე წუთში აღმოჩნდა.

ტაისონის დანახვისთანავე გრინმა მისი ლანძღვა და გამოწვევა დაიწყო.
მაიკი ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ როცა მიტჩს გინებები ამოეწურა, ხელჩართული ბრძოლა წამოიწყო.

მან დარტყმა სცადა, თუმცა ტაისონის რეაქციამ არ დააყოვნა და უძლიერესი პირდაპირი დარტყმა მოწინააღმდეგეს პირდაპირ თავში გაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მაიკმა ხელი მოიტეხა, რის გამოც ფრენკ ბრუნოსთან მატჩი გადაიტანეს.

გრინს მთლიან თვალზე ჰემატომა ჰქონდა და 5 ნაკერი დაადეს.

მოკრივეების გარჩევამ სასამართლოში გადაინაცვლა, სადაც ტაისონს 45 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
"თაგვმა თხარა თხარაო..."
emigranti
15:29 08-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული