მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო 5 მოკრივე დაასახელა, თავისი თავი პირველზე დააყენა - არ აქვს მიზეზი თუ?

AutoSharing Option
მსოფლიოს ექსჩემპიონი 5 წონით კატეგორიაში, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი საუკეთესო მოკრივეების ხუთეულს ასახელებს, თავისი თავი კი ნომერ პირველად აირჩია.

მან თავის კარიერაზე მესამე პირში ისაუბრა:
"მან უფრო მეტი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, ვიდრე სხვა დანარჩენებმა და ეს ყველაფერი უმოკლეს ვადაში მოახერხა. ის მოწინააღმდეგეებს უზუსტეს დარტყმებს აყენებდა, ხოლო დაცვაში გენიალურად მუშაობდა. ის 18 წლის განმავლობაში 5 სხვადასხვა წონით კატეგორიაში იყო ჩემპიონი."

მეორე ადგილზე ფლოიდმა რობერტო დიურანი დაასახელა. მესამე მის სიაში პერნელ უითაკერი გახდა, მეოთხე - ხულიო სეზარ ჩავესი.

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივე მუჰამედ ალის, რომელსაც
კრივის ბევრი გულშემატკივარი და ექსპერტი ყველა დროის საუკეთესოდ მიიჩნევს, ფლოიდმა მეხუთე პოზიცია შეურჩია.

მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ალი მხოლოდ ერთ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და სამჯერ დამარცხდა კენ ნორტონთან. ერთადერთი, რის გამოც ის პატივისცემას იმსახურებს, მტკიცე ხასიათი და აფროამერიკელების დახმარებაა.

აღსანიშნავია, რომ მეივეზერმა კარიერის განმავლობაში 50 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ყველა მოიგო, 27 კი ვადაზე ადრე დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი კრიტერიუმი ასეთია - საუკეთესო საუკეთესოს წინააღმდეგ. საუკეთესო ტაისონის წინააღმდეგ ვერცერთი მოკრივე ვერ გაძლებდა (საუკეთესო ფორმაში მყოფი). ის იყო ურაგანი და სიკვდილი ყველასთვის. სულ წამები ან რამდენიმე წუთი ჭირდებოდა ნოკაუტისთვის. მისი ყველას ეშინოდა, რადგან იცოდნენ რა საზარელი ძალის და ინსტიქტების ჯალათი იყო. მაიკი, რათქმა უნდა რკინის მაიკი პირველი.
1
რამდენიმე ორთაბრძოლაში თავისუფლად შეეძლო დამარცხებულიყო, ძირითადად სუსტ მეტოქეებთან უწევდა ბრძოლა, ასე რომ კრივის ისტორიაში საუკეთესო მეივეზერი უბრალოდ სასაცილოა
Musenbezi
20:42 10-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული