სხვა

კრივი

ბერნარდ ჰოპკინსი: ფიურისა და ჯოშუას პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდება, მეორეში ჯოშუა მოიგებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი საშუალო წონაში, ამერიკელი ბერნარდ ჰოპკინსი მიიჩნევს, რომ ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას აბსოლუტური ჩემპიონის გამოსავლენ შეხვედრაში პირველ ბრძოლაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება, ხოლო რემატჩში კი ენტონი ჯოშუა მოიგებს.

"ფრე იქნება და შემდეგ ისინი მეორედ შეხვდებიან, სადაც ჯოშუა მოიგებს. მე ასეთ პროგნოზს ვაკეთებ. გეუბნებით, პირველ მატჩში ქულების დათვლა ძალიან გართულდება. მსაჯები გაურკვევლობაში იქნებიან, ვის მისცენ გამარჯვება. ისინი ორივე ჩემპიონის რანგში წარდგებიან და პუბლიკა და მსაჯები ამ ფაქტს პატივს სცემენ.

ყველას თავისი ვარაუდი ექნება, მაგრამ პირველი ბრძოლა იმდენად ახლო
იქნება, რომ ფრეს მისცემენ. მეორე ბრძოლაში ჯოშუა კორექტივებს შეიტანს და მიხვდება, რომ ფიურის თავში კი არა, კორპუსში უნდა ურტყას. აი, ამის მერე კი ის დაეცემა", - ისაუბრა ჰოპკინსმა iFL TV-სთან.