როგორ იძია მაიკ ტაისონმა შური მუჰამედ ალის გამო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1980-იანი წლების დასაწყისი კრივის სამყაროში ყველა დროის ერთ-ერთი დიდებული მოკრივის, მუჰამედ ალის ეპოქის დასასრულთან ასოცირდება. მან ჯერ თავის ყოფილ სპარინგ-პარტნიორთან, ლარი ჰოლმსთან განიცადა მარცხი, ხოლო შემდეგ ბრძოლაში ტრევორ ბერბიკმა დაამარცხა. ლარი მუჰამედს მთელი ბრძოლის განმავლობაში პრაქტიკულად უშანსოდ სცემდა, ხოლო მე-10 რაუნდში ალის გუნდმა ბრძოლის გაჩერება მოითხოვა.

ბერბიკთან "დიდებული" შედარებით უკეთ იყო მომზადებული და ბევრად უკეთ მუშაობდა, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. თანაც, ალი იმ პერიოდში პარკინსონის დაავადების დიაგნოზით იბრძოდა, რაც ორგანიზმს კიდევ უფრო ასუსტებდა. ბერბიკთან მარცხი მუჰამედის კარიერაში უკანასკნელი
ბრძოლა აღმოჩნდა და მან კარიერა დაასრულა.

როცა მუჰამედი ბერბიკთან მარცხდებოდა, ამერიკის სხვა შტატში დიდი ამბით ვარჯიშობდა და ემზადებოდა პატარა ბიჭუნა, რომელიც 1 წლით ადრე ალის სატელეფონო საუბარში დაჰპირდა, რომ ლარი ჰოლმსს არ შეარჩენდა მის დამარცხებას და შურს აუცილებლად იძიებდა.

მაიკს სურდა, არა მხოლოდ დიდებული მოკრივე ყოფილიყო, არამედ მისი კუმირის ყველა გამნაწყენებელი დაესაჯა.

ტაისონმა დაპირებული სიტყვა შეასრულა და 1986 წელს ლარი ჰოლმსი მე-4 რაუნდში სასტიკად დაანოკაუტა. თუმცა ჰოლმსამდე ბედმა იმ მოკრივესთან ორთაბრძოლა მისცა, რომელმაც ალის კარიერა დაასრულა - ტრევორ ბერბიკთან.

მაიკ ტაისონი - ტრევორ ბერბიკი, 1986

"ჰილტონ ჰოტელი" ამ ბრძოლისთვის გადაჭედილი იყო. უბრალო მაყურებელზე მეტი, ალბათ, ცნობილი სახე იყო. მათ შორის შეხვდებოდით: სილვესტერ სტალონეს, ლარი ჰოლმსს, ედი მერფის, ჯეკ ნიკოლსონს, ექტორ კამაჩოს. თუმცა არენაზე იმყოფებოდა ის ადამიანიც, რომლის გამო ამხელა აჟიოტაჟი იყო გამოწვეული: მუჰამედ ალი.

ბერბიკი ცდილობდა, აგრესიული და ცივსისხლიანი ყოფილიყო და არ იმჩნევდა ღელვას. თუმცა ყველაფერი ძალიან, ძალიან მალე დასრულდა. მაიკმა მოწინააღმდეგე პირველ რაუნდში ორჯერ გაგზავნა ნოკდაუნში, მეორე რაუნდში კი სულაც დაანოკაუტა.

ეს გამარჯვება იყო ალისთვის, კას დ'ამატოსთვის და თავად ტაისონისთვისაც. მისი შეჩერება წარმოუდგენელი ხდებოდა. "რკინის მაიკმა" შეასრულა სიტყვა, მეორე მხრივ კი, გამართლდა მისი გარდაცვლილი მწვრთნელის სიტყვები: "მაიკი ყველაზე ახალგაზრდა მძიმე წონის ჩემპიონი გახდება". ის სულ რაღაც 20 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ ტრევორი დღეს ცოცხალი აღარ არის. 2006 წელს ის თავისმა ნათესავმა თავში რკინის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტაისონი შემდეგ მძიმეწონოსნებს რომ ვუყურებ მუდმივად ნოსტალგია მეუფლება...დღესაც შეუდარებელია.
emigranti
13:12 07-07-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული