6 წლის ბრიჯერ უოკერმა, რომელიც ვაიომინგის შტატის მცხოვრებია, თავისი და აგრესიული ძაღლის შეტევისგან დაიცვა. ძაღლის თავდასხმის შედეგად ბიჭუნას 90 ნაკერი დაადეს.
9 ივლისს უოკერმა დაინახა ძაღლი, რომელიც მისი დის მიმართულებით მორბოდა. ბიჭუნამ შუაში ჩადგომა მოასწრო და რამდენიმე კბენის შემდეგ დას დამალვაში მაინც ეხმარებოდა.
"ძაღლმა რამდენჯერმე უკბინა ბიჭს თავსა და სახეზე, მაგრამ მაინც გაექცა და უსაფრთხო ადგილის ძებნა დაიწყო. მოგვიანებით მან თქვა:" თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო მაგ დროს, ეს მე ვიყავი." - წერს ბრიჯერის დეიდა ნიკი უოკერი "ინსტაგრამზე".
რა თქმა უნდა,
ეს ამბავი არ გამოჰპარვიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ბიჭუნას ახალისებენ. კრივის საბჭომ და ყველაზე პოპულარულმა ორგანიზაცია WBC-მ ბრიჯერს საპატიო ჩემპიონის სტატუსი მიანიჭა.