სხვა

კრივი

ჯონსისა და ტაისონის შეხვედრა 28 ნოემბრამდე გადაიდო

AutoSharing Option
მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის საგამოფენო შეხვედრა 28 ნოემბრამდე გადაიდო. ინფორმაციას The Ring-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინიციატივა ტაისონის გუნდიდან მოდიოდა. პრომოუთერები თვლიან, რომ ბრძოლის გადადებით მოკრივეები უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ. გამოთქმულ მოსაზრებას ჯონსის მხარემაც მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გამართვის ადგილი არ შეიცვლება და ის ისევ ლოს-ანჯელესში გაიმართება.

შეგახსენებთ, 54 წლის ტაისონმა კარიერა 2005 წელს დაასრულა. ის მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი იყო. მის აქტივში 58 ბრძოლაა, 50 მოიგო, 6 წააგო და 2-იც არ შედგა.

51 წლის ჯონსმა კრივი 2018 წელს
დატოვა. მან 66 მოგება მოიპოვა, აქედან 47 ნოკაუტით, დამარცხდა 9 შეხვედრაში. ჯონსი 4 კატეგორიაში იყო ჩემპიონი.

ასევე დაგაინტერესებთ