სხვა

კრივი

ერთდროულად დაკარგული 3 საყვარელი ქალი, გაფლანგული მილიონები და მსოფლიო სპორტის ისტორიის ყველაზე სენსაციური გამარჯვება

AutoSharing Option
პა­ტა­რა და ბნელ პა­ლა­ტას, სა­დაც შუ­ახ­ნის ქალი, სა­ხე­ლად ლულა იწვა, ხში­რად სტუმ­რობ­და მა­ღა­ლი, ათ­ლე­ტუ­რი ბიჭი. ის ან დი­ლით ადრე ან გვი­ან ღამე მო­დი­ო­და. სა­წოლ­თან ახ­ლოს სა­ვარ­ძელ­ში ჩაწ­ვე­ბო­და და ოთა­ხის ისე­დაც პა­ტა­რა სივ­რცეს, კი­დევ უფრო აპა­ტა­რა­ვებ­და. ოთახ­ში კოს­მო­სუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და. მხო­ლოდ კედ­ლის სა­ა­თი და კარ­დიო აპა­რა­ტი, ემ­ტე­რე­ბოდ­ნენ სი­ჩუ­მეს. ბიჭი ხში­რად იმ­დე­ნად დაღ­ლი­ლი მო­დი­ო­და, რომ სა­ვარ­ძელ­ში­ვე ეძი­ნე­ბო­და. როცა გა­იღ­ვი­ძებ­და, ჯერ კარ­დიო აპა­რატს უყუ­რებ­და, მერე დე­დის ხელს თა­ვის ვე­ე­ბერ­თე­ლა ხელ­ში ჩა­ი­დებ­და და ასე, დიდ­ხანს შეს­ცქე­რო­და.

ჯე­იმს "ბას­ტერ" დაგ­ლა­სი, რო­მე­ლიც მო­მაკ­ვდავ მშო­ბელს ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბით
აკ­ვირ­დე­ბო­და, ჯერ კი­დევ ვერ იჯე­რებ­და, რომ თა­ვის ცხოვ­რე­ბის 3 საყ­ვა­რელ ქალს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თდრო­უ­ლად ემ­შვი­დო­ბე­ბო­და. იან­ვარ­ში მას ცოლი გა­შორ­და. მა­ლე­ვე ქალი, რომ­ლის­გან შვი­ლი ჰყავ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რად­გან ლე­ი­კე­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვე­ღარ ახერ­ხებ­და და ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - დედა...

ცო­ლის წას­ვლას თუ თა­ვის უდის­ციპ­ლი­ნო, უნე­ბის­ყო­ფო ხა­სი­ათს აბ­რა­ლებ­და, დე­დი­სა და საყ­ვარ­ლის ავად­მყო­ფო­ბა ცდი­ლობ­და, რა­ღაც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზით აეხ­სნა.

სულ რა­ღაც ერთ თვე­ში, ია­პო­ნი­ა­ში პლა­ნე­ტის სა­უ­კე­თე­სო მოკ­რი­ვეს, ნამ­დვილ მონ­სტრს მაიკ ტა­ი­სონს უნდა შეხ­ვედ­რო­და. კარ­გად ეს­მო­და, იმი­სათ­ვის, რომ ტა­ი­სონს ია­პო­ნი­ა­ში ებ­რძო­ლა, ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ უზარ­მა­ზა­რი ფული გა­და­ი­ხა­და და მებ­რძო­ლის მე­ნე­ჯერ­მაც ბას­ტე­რის სა­ხით მარ­ტი­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­ურ­ჩია.

"ვინ ჯან­და­ბაა "ბას­ტე­რი"? მისი ერთი ბრძო­ლაც კი არ მაქვს ნა­ნა­ხი. სად იპო­ვეთ ეს ბიჭი?" - კი­თხუ­ლობ­და ტა­ი­სო­ნი ბრძო­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე. თუმ­ცა მა­ი­კის იმ მო­მენ­ტის ცხოვ­რე­ბა ჯე­იმ­სის ცხოვ­რე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და. ძლი­ე­რე­ბი­სა და დი­დე­ბის ზე­ნი­ტში მყოფ­მა "რკი­ნის მა­იკ­მა" და­ი­ვი­წყა ვარ­ჯი­ში და სტრიპ-კლუ­ბებ­სა და ნარ­კო­ტი­კებს გა­დაჰ­ყვა. ფიქ­რობ­და, რომ არაპ­რეს­ტი­ჟულ, რამ­დენ­ჯერ­მე და­მარ­ცხე­ბულ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ხვდე­ბო­და და უმარ­ტი­ვე­სად მო­უ­გებ­და კი­დეც.

ხალ­ხი იმას კი არ მკი­თხა­ობ­და რო­მელ რა­უნდში და­ა­მარ­ცხებ­და ტა­ი­ოს­ნი დაგ­ლასს, არა­მედ იმას, თუ რო­მელ წამ­ზე.

შეხ­ვედ­რამ­დე 3 კვი­რით ადრე, ჯე­იმსს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და­უ­რე­კეს და აც­ნო­ბეს, რომ 46 წლის ასაკ­ში დე­და­მი­სი გარ­და­იც­ვა­ლა.

"ბას­ტე­რის" მე­ნე­ჯე­რი ჯონ ჯონ­სო­ნი მთე­ლი ღამე ცდი­ლობ­და მოკ­რი­ვე ტა­ი­სონ­თან ბრძო­ლის გა­და­ვა­დე­ბა­ზე და­ე­თან­ხმე­ბი­ნა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

"რა­ღაც მო­მენ­ტში დედა გა­მო­კეთ­და, შინ გა­წე­რეს და ერთ დღე­საც ვარ­ჯიშ­ზე გა­მოჩ­ნდა. ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენს, ის რამ­დე­ნად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მაგ­რამ მო­იკ­რი­ბა ძა­ლე­ბი, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და თა­ვი­სით მო­ვი­და ჩემ­თან. უნ­დო­და ენა­ხა, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბო­დი ბრძო­ლას. მან იცო­და ჩემი უნე­ბის­ყო­ფო ხა­სი­ა­თის ამ­ბა­ვი... რამ­დე­ნი­მე დღე­ში დე­და­ჩე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე არ მქონ­და უფ­ლე­ბა ბრძო­ლა­ზე უარი მეთ­ქვა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მინ­დო­და დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად მებ­რძო­ლა", - იხ­სე­ნებ­და შემ­დგომ ჯე­იმ­სი.

Sportall.Ge

თუმ­ცა ღმერ­თი დაგ­ლა­სის გა­მოც­დას კვლავ გა­ნაგ­რძობ­და და თით­ქოს რა­ღაც დიდი მი­სი­ის­თვის ამ­ზა­დებ­და. ბრძო­ლამ­დე 10 დღით ადრე, როცა უკვე ია­პო­ნი­ა­ში ჩაფ­რინ­დნენ, "ბას­ტერს" გრი­პი შეხ­ვდა, თა­ნაც ისე გა­ურ­თულ­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე­ნე­ჯერ­მა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ძლივს და­ი­თან­ხმა ათ­ლე­ტუ­რი კო­მი­სი­ე­ბი, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კის და­ლე­ვის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ.

ისე­დაც უნე­ბის­ყო­ფო ჯე­იმსს, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც და­ე­მა­ტა, რა­მაც მისი მო­გე­ბის შან­სე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად 0-მდე და­იყ­ვა­ნა.

ამა­სო­ბა­ში, ტა­ი­სო­ნის ბა­ნა­კი­დან სა­ზა­რე­ლი ხმე­ბი გა­მო­დი­ო­და - ისიც საკ­მა­ოდ შორს იყო ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფორ­მის­გან.

"ვვარ­ჯი­შობ­დი თუ არა "ბას­ტერ­თან" ბრძო­ლის წინ? რა თქმა უნდა, ვვარ­ჯი­შობ­დი, თუმ­ცა გულ­მოდ­გი­ნედ - არა. არც რე­ჟიმს ვი­ცავ­დი, ტოპ-მო­დე­ლე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბი, არა­ფერს ვიკ­ლებ­დი. ვი­ფიქ­რე, ია­პო­ნი­ა­ში რომ ჩა­ვი­დო­დი, შემ­დეგ შევ­ძლებ­დი რამ­დე­ნი­მე დღე რე­ჟი­მის დაც­ვას, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია იქაც არ შეც­ვლი­ლა. ჯე­იმ­სი რე­ი­ტინ­გში მეშ­ვი­დე იყო, მის­ნა­ი­რებს 2-3-ს ერ­თად მო­ვუ­გებ­დი. გუ­ლახ­დი­ლად ვამ­ბობ, მისი ბრძო­ლე­ბიც კი არ მქონ­და ნა­ნა­ხი, არც კი შე­მის­წავ­ლია", - იხ­სე­ნებ­და ტა­ი­სო­ნი.

ბრძო­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მებ­რძო­ლე­ბის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. "ხუ­ლი­გან­მა" და ტი­პურ­მა ცუდ­მა ბიჭ­მა მა­იკ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნა, რომ უმარ­ტი­ვე­სი მსხვერ­პლი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა სა­უ­ბარ­ში თავი ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლა და ჯე­იმსს უთხრა: "რამ­დე­ნი­მე დღე­ში დე­დი­კოს­თან გა­გაგ­ზავ­ნი, ცო­ტაც მო­ით­მი­ნე". ეს სი­ტყვე­ბი წყნარ, მშვიდ, გა­წო­ნას­წო­რე­ბულ დაგ­ლასს იმ­დე­ნად მოხ­ვდა გულ­ზე, რომ სიმ­წრის ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და.

1990 წლის 11 თე­ბერ­ვალს, ტო­კი­ო­ში 23 წლის და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი მაიკ ტა­ი­სო­ნი და ჯე­იმს "ბას­ტერ" დუ­გ­ლა­სი რინგზე ავიდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ტა­ი­სო­ნის არა­ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი ფორ­მი­სა, მისი აურა ყვე­ლა­ფერს ჩრდი­ლავ­და. მო­გე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბიც არა­რე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და - 1:42-ზე.

გონ­გის დარ­ტყმი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დაგ­ლა­სი იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი და უზუს­ტე­სი. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მას მა­ი­კის სა­ერ­თოდ არ ეში­ნო­და. არ არ­სე­ბობ­და ის­ტო­რი­ა­ში მოკ­რი­ვე, რო­მელ­საც ტა­ი­სო­ნის და­ნახ­ვა­ზე გული არ ეკუმ­შე­ბო­და.

Sportall.Ge

55 000 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იმ იმე­დით მი­ვი­და, რომ "რკი­ნის მა­ი­კი" ბრუ­ტა­ლუ­რად "და­ა­ნო­კა­უ­ტებ­და" მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, თუმ­ცა სულ სხვა სცე­ნარს შე­ეს­წრნენ. ჯე­იმ­სი აკონ­ტრო­ლებ­და ბრძო­ლას და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფერ­ში ჯაბ­ნი­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს. მე-8 რა­უნდში მა­იკ­მა ტემპს უმა­ტა და ბოლო წა­მებ­ზე, უზუს­ტე­სი აპერ­კო­ტით ბას­ტე­რი ნო­კა­უ­ტში ჩა­აგ­დო. შან­სი არ იყო იმის, რომ რო­მე­ლი­მე მოკ­რი­ვეს ამ დარ­ტყმის­თვის გა­ეძ­ლო და ფეხ­ზე ამ­დგა­რი­ყო, მაგ­რამ რა­ღაც ჯა­დო­თი, დაგ­ლა­სი ფეხ­ზე წა­მოდ­გა.

მე-9 რა­უნდში ორი­ვე მოკ­რი­ვე ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - ჯე­იმ­სი, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით მეტს მოძ­რა­ობ­და და ბევ­რს ურტყამ­და, მაგ­რამ და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებ­და. ამ­დე­ნი ნე­ბის­ყო­ფა ამ ბიჭს 29 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯამ­ში აღე­ბუ­ლიც კი არ ჰქო­ნია. მთე­ლი მსოფ­ლიო შოკ­ში იყო: მათ თვალ­წინ "რკი­ნის მა­ი­კი", რო­მე­ლიც ზე­ბუ­ნებ­რივ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ო­და, ჩვე­უ­ლებ­რივ მოკ­ვდა­ვად გა­და­იქ­ცა, რო­მელ­საც რე­ი­ტინ­გის მე-7 ნო­მე­რი ანად­გუ­რებ­და.

ტა­ი­სო­ნის გუნ­დი იმ­დე­ნად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი იყო, იმ­დე­ნად სჯე­რო­დათ მარ­ტი­ვი ელ­ვი­სე­ბუ­რი გა­მარ­ჯვე­ბის, რომ თან ჰე­მა­ტო­მის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ყი­ნუ­ლის მცი­რე ტო­მა­რაც არ ჰქონ­დათ. სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­თათ­მან­ში ჩა­ყა­რეს ყი­ნუ­ლე­ბი და ასე უმუ­შა­ვებ­დნენ სპორ­ტსმენს ნატ­კენ თვალს.

Sportall.Ge

მე-10 რა­უნდში ტა­ი­სონ­მა რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი დარ­ტყმა გა­ა­ტა­რა და ახლა უკვე ის და­ე­ცა რინგზე მძი­მედ. 10 თვლა­ზე ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ისე ბარ­ბა­ცებ­და, რომ მსაჯ­მა შეხ­ვედ­რა გა­ა­ჩე­რა. ბას­ტერ დაგ­ლას­მა უმ­სხვი­ლე­სი წერ­ტი­ლი და­უს­ვა მძი­მე წო­ნი­სა და ზო­გა­დად, კრი­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ პერ­სო­ნაჟ­სა და ეპო­ქას, რი­თიც ტა­ი­სო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა.

"ეს გა­მარ­ჯვე­ბა დე­დის­თვი­საა - ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ლის­თვის. ის რომ არა, მე აქ არ ვიქ­ნე­ბო­დი. ღმერ­თმა და­იც­ვას იმ ქვეყ­ნად", - ტი­რი­ლით გა­ნა­ცხა­და ჯე­იმსმა ბრძო­ლის შემ­დეგ.

ეს გა­მარ­ჯვე­ბა სპორ­ტის ყვე­ლა­ზე დიდ სენ­სა­ცი­ა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

რო­გორ გან­ვი­თარ­და მო­მა­ვალ­ში მებ­რძო­ლე­ბის ბედი?

დაგ­ლას­მა წლის ბო­ლოს­კენ ყვე­ლა ტი­ტუ­ლი და­კარ­გა. ის ისევ და­უბ­რუნ­და უნე­ბის­ყო­ფო ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბას, მო­ი­მა­ტა 7 კგ და ევან­დერ ჰო­ლი­ფილდთან მე-3 რა­უნდში სას­ტი­კად და­მარ­ცხდა. თუმ­ცა მისი უკვე ვარ­სკვლა­ვუ­რი სტა­ტუ­სის გამო, ევან­დერ­თან ბრძო­ლა­ში, კა­რი­ე­რა­ში რე­კორ­დუ­ლი - 20 მი­ლი­ო­ნამ­დე ჰო­ნო­რა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. მომ­დევ­ნო წლებ­ში ამ ფულს უნი­ჭოდ ფლან­გავ­და, გახ­და 190 კგ და დი­ა­ბე­ტურ კო­მა­შიც კი ჩა­ვარ­და. რამ­დე­ნი­მე წელ­ში კა­რი­ე­რა ისევ გა­ნა­ახ­ლა, მო­ი­გო უმ­ნიშ­ვნე­ლო შეხ­ვედ­რე­ბი და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კრი­ვის დარ­ბა­ზი გახ­სნა. შემ­დეგ კი სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­კი­და ხელ­თათ­მა­ნი ლურ­სმან­ზე.

ტა­ი­სო­ნი რინგზე მარ­ცხი­დან 4 თვე­ში დაბ­რუნ­და და 3 წუთ­ში გა­ა­ნად­გუ­რა ჰენ­რი ტილ­მა­ნი. რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რის მო­ი­გე­ბის შემ­დეგ, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში 3 წლით ჩას­ვეს. 1995 წელს "რკი­ნის მა­ი­კი" დაბ­რუნ­და და ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, თუმ­ცა შემ­დეგ ევან­დერ ჰო­ლი­ფილდმა 2-ჯერ მო­უ­გო. მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ში კი მა­იკ­მა ევან­დერს ყური მო­აკ­ვნი­ტა. რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვნე­ლო შეხ­ვედ­რა­ში გა­ი­მარ­ჯვა და ლე­ნოქს ლუ­ისს­თან ბრძო­ლა და­იმ­სა­ხუ­რა. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იყო დიდი სკან­და­ლი, გა­წევ-გა­მო­წე­ვა და კვლავ ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ უაზ­როდ აგ­რე­სი­უ­ლი სი­ტყვე­ბის სრო­ლა, ამ­ჯე­რად ტა­ი­სო­ნი ლუ­ისს შვი­ლე­ბის შეჭ­მით და­ე­მუქ­რა. შე­დე­გად კი რინგზე, უმ­ძი­მე­სად და­მარ­ცხდა და კა­რი­ე­რა 3 წელ­ში და­ას­რუ­ლა. გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ მი­ლი­ო­ნებს კი ვერ უპატ­რო­ნა და გა­კოტ­რდა.

მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ცხოვ­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ა­ხერ­ხა, აღიდ­გი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბა, სტა­ტუ­სი და კვლავ ვარ­სკვლა­ვუ­რი, თუმ­ცა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. აქვს მა­რი­ხუ­ა­ნას პლან­ტა­ცი­ე­ბი და პოდ­კას­ტი, რო­მელ­შიც მისი ხში­რი სტუმ­რე­ბი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ავტორი: ანრი კურტანიძე