სხვა

კრივი

დავით წიკლაური: „უმჯობესია, თუ ყველა აიცრება, პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ვაქცინა ნამდვილად გვიცავს“

AutoSharing Option
კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი იოლ ფორმებში გადავიტანე, ნამდვილად აღარ მინდა, ის დღეები ისევ გამოვიარო", - ამის შესახებ კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა განაცხადა.

როგორც წიკლაური აღნიშნავს, კარგი იქნება, თუ ყველა აიცრება, რადგან პირადმა გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ვაქცინაცია იცავს ადამიანს covid-19-სგან.

"მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი იოლ ფორმებში გადავიტანე, ნამდვილად აღარ მინდა ის დღეები ისევ გამოვიარო. სრულად ვაქცინიერებული ვარ და, ამ დროის განმავლობაში, ძალიან ბევრჯერ მქონია ახლო კონტაქტი ინფიცირებულებთან, თუმცა ვირუსი აღარ
შემხვედრია და ვფიქრობ, სწორედ აცრის გამო. უმჯობესია, თუ ყველა აიცრება. პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ნამდვილად გვიცავს.

კრივის ფედერაციის ყველა თანამშრომელი უკვე აცრილია და მოკრივეებიც ეტაპობრივად იცრებიან, რადგან ბევრმა მათგანმა სულ ახლახან გადაიტანა კორონავირუსი. ერთ-ერთ შეჯიბრზე დაინფიცირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ საკმაოდ დაგვაზარალა, წარმატებული წელი გვქონდა, ჯამში, 19 მედალი მოიპოვეს ჩვენმა მოკრივეებმა", - განაცხადა კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა.