"მასთან ჩხუბი ჩემპიონს ნამდვილად ვერ გამხდის..." - ტომი ფიური

AutoSharing Option
ბრიტანელმა მოკრივემ, ტომი ფიურიმ, ღიად განაცხადა, რომ დაიღალა ინფლუენსერ ჯეიკ პოლთან შესაძლო ბრძოლაზე საუბრით.

"თქვენ, ვინც ფიქრობთ, რომ ეს სისულელეა, კარგად დაფიქრდით, რატომ უნდა გავიდე მასთან საბრძოლველად? კარგად მიხდიდნენ და მიჩვეული ვარ ნამდვილ მოკრივეებთან შერკინებას.

მთელი კარიერის განმავლობაში ასასინებს ვებრძოდი. ახლა რატომ უნდა დავტოვო ეს ყველაფერი? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. და ყველამ, ვინც უყურა 6 რაუნდს, ვერავინ დაინახა ნოკაუტი (პოლისა და ტაირონ ვუდლის ბრძოლას გულისხმობს). ამაზე საშინელი ორთაბრძოლა არასდროს მინახავს.

საზიზღრობაა ასეთი დაპირისპირების ხილვა. კომენტატორებიც კი ვერ ხვდებოდნენ, თუ ვინ
მოიგო ესა თუ ის რაუნდი. ეხუმრებოდნენ კიდეც: "ნეტავ ვინ გაიმარჯვებს ამჯერადო?". ვერცერთი ხელით ვერ ეხებოდა, ვერცერთი...

შორიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ერთმანეთთან შეხებას არ ცდილობდნენ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს ერთდარტყმიანი ბრძოლა იყო.

ჩემი წარმატების გზა არ შეცვლილა. მინდა ამ სახეობაში ჩემპიონი გავხდე და ჯეიკ პოლი ამას ვერ მომიტანს. მასთან ჩხუბი ჩემპიონს ნამდვილად ვერ გამხდის, ის ჩემი ოცნებების ასრულებაში ვერ დამეხმარება", - განაცხადა ფიურიმ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმენა "დაჟეო"? :D
ბილი კოსტაკურტა
17:18 06-01-2022
0

სიახლეები პოპულარული