ბავშვობაში ძაღლმა დაგლიჯა, სმენადაქვეითებულმა ოლიმპიადა მოიგო, ხოლო მუსოლინიმ მოღალატე უწოდა - იტალიელი მოკრივის ტრაგიკული ისტორია

AutoSharing Option
კრი­ვი მა­ფი­ო­ზე­ბის საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტია. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში კრივ­ზე დიდ გავ­ლე­ნას კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ახ­დენ­დნენ და ას­ტრო­ნო­მი­ულ თან­ხებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ. მე-20 სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის პე­რი­ო­დი კი ამ სპორ­ტის­თვის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­თა და უამ­რა­ვი შავი ლა­ქით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ჩვე­ნამ­დე ზო­გი­ერ­თი დიდი ბრძო­ლის ჩა­ნა­წერ­მაც ვერ მო­აღ­წია, თუმ­ცა ერთი ის­ტო­რია გა­მორ­ჩე­უ­ლია და მისი და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.1928 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იტა­ლი­ე­ლი კარ­ლო ორ­ლან­დი გახ­და.


Sportall.Ge

ორ­ლან­დი 1910 წლის 23 აპ­რილს და­ი­ბა­და. ზოგი მო­ნა­ცე­მით მი­ლან­ში, ხოლო ზო­გით - სე­რე­ნი­ო­ში. პა­ტა­რა­ო­ბა­ში მას თავს ძაღ­ლი და­ეს­ხა და სას­ტი­კად დაგ­ლი­ჯა. ყე­ლი­სა და მხრის არე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი, ღრმა
ია­რე­ბი ჰქონ­და. ამის გამო ბი­ჭუ­ნამ სმე­ნა და­კარ­გა, ხოლო როცა ლა­პა­რაკს ცდი­ლობ­და, ადა­მი­ა­ნის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ხმებს გა­მოს­ცემ­და.

კარ­ლო სულ მარ­ტო იყო - მას აღარ შე­ეძ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და სხვა ბავ­შვებს თა­ვი­სი უჩ­ვე­უ­ლო ხმე­ბით აში­ნებ­და. თუმ­ცა ბი­ჭუ­ნამ მტკი­ცე ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა და რთუ­ლი პე­რი­ო­დის დაძ­ლე­ვა შეძ­ლო.

უფრო მე­ტიც, მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში თა­ვი­სი გზა იპოვ­ნა. კი­ნო­თე­ატ­რში ნახა ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი მოკ­რი­ვის, ჯეკ დემფსის ბრძო­ლა. სე­ან­სის შემ­დეგ კი იცო­და, რომ მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი საქ­მე კრი­ვი გახ­დე­ბო­და.

Sportall.Ge

კარ­ლო კრი­ვის დარ­ბაზ­ში მი­ვი­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იყო, მწვრთნელ­მა გუნდში მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორ­ლან­დი საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა - მალე აით­ვი­სა კრი­ვის სა­ფუძ­ვლე­ბი, კარ­გად "კი­თხუ­ლობ­და“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და რაც მთა­ვა­რია, გა­მო­ირ­ჩე­ო­და მებ­რძო­ლი სუ­ლი­თა და შე­უ­პოვ­რო­ბით.

იტა­ლი­ე­ლი საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო - 1.58 სმ, ჰქონ­და გრძე­ლი, გა­ნი­ე­რი ცხვი­რი, დიდი ყუ­რე­ბი და მუქი ფე­რის კანი. ის ტი­პურ მი­ლა­ნელს სა­ერ­თოდ არ ჰგავ­და. ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "ზან­გი“ შე­არ­ქვეს. დიახ, ეს არ ჟღერს ტო­ლე­რან­ტუ­ლად, თუმ­ცა იმ პე­რი­ო­დის­თვის ნორ­მად ით­ვლე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, ორ­ლა­დის გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბო­და. ჯერ იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და მოყ­ვა­რუ­ლებ­ში, 18 წლის ასაკ­ში კი 1928 წლის ამ­სტერ­და­მის ოლიმ­პი­ა­და­ზე მოხ­ვდა. იტა­ლი­ე­ლი მოკ­რი­ვე­ე­ბის­თვის ეს ოლიმ­პი­ა­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო. მუ­სო­ლი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბებს მოკ­რი­ვე­ე­ბის­გან ითხოვ­და.

Sportall.Ge

მსუ­ბუქ წო­ნა­ში სამი გა­მოკ­ვე­თი­ლი ფა­ვო­რი­ტი სა­ხელ­დე­ბო­და: გერ­მა­ნე­ლი ფრანც დუ­ბერ­სი, ამე­რი­კე­ლი სტივ ჰა­ლა­ი­კო და შვე­დი გუ­ნარ ბერგგრე­ნი. გერ­მა­ნე­ლი პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­დან გა­ვარ­და, ჰა­ლა­ი­კომ და ბერგგრენ­მა ½ ფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წი­ეს. ბო­ლოს, ამე­რი­კელ­მა შვედს სძლია, რა­მაც მცი­რე სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვა და შვე­დე­ბის გუნ­დმა მუშ­ტი-კრი­ვი მო­ა­წყო, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღარ შეც­ვლი­ლა.

  • ორ­ლან­დიმ ტურ­ნი­რი ეს­პა­ნელ რო­ბერტ სანცთან ბრძო­ლით და­ი­წყო, მარ­თა­ლია, ამ უკა­ნას­კნელ­მა კარ­ლოს კბი­ლი მო­ტე­ხა. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც და­მარ­ცხდა. სან­ცის შემ­დეგ კარ­ლომ სამ­ხრეთ რო­დე­ზი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს აჯო­ბა, ½ ფი­ნალ­ში კი ნორ­ვე­გი­ე­ლი ჰანს ნილ­სე­ნი და­ა­მარ­ცხა. გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში ორ­ლან­დი და ტურ­ნი­რის ფა­ვო­რი­ტი ამე­რი­კე­ლი სტივ ჰა­ლა­ი­კო და­უ­პი­რის­პირ­დნენ. არა­ვინ ელო­და, თუმ­ცა იტა­ლი­ელ­მა ამე­რი­კე­ლი ვარ­სკვალ­ვი ქუ­ლე­ბით და­ა­მარ­ცხა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.
ისე მოხ­და, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი სამ­შობ­ლო­ში სამი მედ­ლით დაბ­რუნ­დნენ, ერმა მოკ­რი­ვე­ე­ბი შე­იყ­ვა­რა, მუ­სო­ლი­ნიმ კი ისი­ნი გა­ნა­დი­და - ის ფიქ­რობ­და, რომ ოქ­როს მე­და­ლი რე­ჟი­მის გა­მარ­ჯვე­ბას ნიშ­ნავ­და.

Sportall.Ge

ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, ორ­ლან­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კრივ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზობ­და. იტა­ლი­ა­ში მას 13 მო­გე­ბა და 2 მარ­ცხი ჰქონ­და. შემ­დეგ კი სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და. თუმ­ცა არ­გენ­ტი­ნუ­ლი ტურ­ნე ფი­ას­კო­თი დას­რულ­და - ად­გი­ლობ­რივ ვარ­სკვლა­ვებ­თან მან ორი მარ­ცხი იწ­ვნია. მუ­სო­ლი­ნიმ ორ­ლან­დის მო­ღა­ლა­ტე უწო­და და წა­გე­ბე­ბის გამო ჩათ­ვა­ლა, რომ იტა­ლია მსოფ­ლიო დო­ნე­ზე შე­არ­ცხვი­ნა. კარ­ლოს თით­ქმის ერთი წელი აღარ უბ­რძო­ლია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი წარ­მა­ტე­ბით დაბ­რუნ­და: 1933 წელს იტა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო, ხოლო 34-ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი.

1935 წელს ორ­ლან­დი უსას­ტი­კე­სად და­მარ­ცხდა პუ­ერ­ტო­რი­კო­ელ პედ­რო მონ­ტა­ნე­სას­თან. მან მძი­მე დარ­ტყმე­ბი მი­ი­ღო და ამის გამო 3 თვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა. ექი­მებ­მა უთხრეს, რომ მისი ჯან­მრთელ­ბა კრი­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას მო­ი­თხოვ­და.

Sportall.Ge

მოკ­რი­ვეს დეპ­რე­სია და­ე­წყო, 20 თვით სახ­ლში ჩა­ი­კე­ტა. თუმ­ცა შემ­დეგ ისევ დაბ­რუნ­და, მო­ი­გო რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა და 1941 წლის იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მან კა­რი­ე­რია 1944 წელს და­ას­რუ­ლა, მო­ი­გო 98 ბრძო­ლა და დათ­მო 19. ცხოვ­რე­ბა სპორ­ტის მერე ბევ­რად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა.

იმის­თვის, რომ კრივ­ში წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია, მას სა­უ­ბა­რი და მე­ტყვე­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, ცხოვ­რე­ბა­ში კი ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. მე­ტყვე­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იყო, ამი­ტო­მაც მოკ­რი­ვემ არ იცო­და, რით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო, მწვრთნე­ლო­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სა­უბ­რის უნა­რის გა­რე­შე.

Sportall.Ge

კარ­ლოს ძმამ მას თა­ვი­სი­ვე სა­ამ­ქრო­ში და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა და ეს ად­გი­ლი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მის სამ­სა­ხუ­რად დარ­ჩა. დი­დე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი უბ­რა­ლო, რი­გი­თი მუშა იყო. 1983 წელს ორ­ლან­დი გარ­და­იც­ვა­ლა: მა­ნამ­დე კი, ჯერ ძმა მო­უკ­ვდა, შემ­დეგ თვი­თონ მძი­მედ და­ა­ვად­და. 73 წლის ასაკ­ში უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა, შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­რო მო­წყა­ლე­ბა იყო, რო­მელ­საც მისი ყო­ფი­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, სა­ვე­რიო ტუ­რი­ე­ლო უგ­ზავ­ნი­და.

ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მოკ­რი­ვე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ორ­ჯერ შეხ­ვდნენ და ორი­ვე­ჯერ იტა­ლი­ელ­მა მო­ი­გო. ტუ­რი­ე­ლო აშშ-ში გა­და­ბარ­გდა, რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა და ფი­ნან­სუ­რა­დაც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჰქონ­და. ორ­ლან­დი კი სიკ­ვდი­ლის დრო­საც მარ­ტო იყო. მის ახ­ლოს არა­ვინ დარ­ჩა, ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლიც კი და­კარ­გა.

ყო­ფი­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ფული კარ­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა გულს უმ­სხვრევ­და. სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მან ერთ-ერთ ჟურ­ნა­ლისტს მის­წე­რა: "როცა სიკ­ვდი­ლი მო­მა­კი­თხავს, ხმა­მაღ­ლა და­ვიყ­ვი­რებ. მას შე­ე­შინ­დე­ბა და გა­იქ­ცე­ვა, მე კი ამ მი­წა­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე წამს გა­ვა­ტა­რებ.“


ავტორი: ანრი კურტანიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული