"შენ საუკეთესო შვილი იყავი..." - აზოვსტალში დაღუპული ჩემპიონის ამბავს მისი დედა ეხმაურება

AutoSharing Option
აზოვსტალის დაცვისას კიევის ჩემპიონი კრივში, არტემ მოშა დაიღუპა. არტემი თანამებრძოლებთან ერთად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და სხვა მებრძოლებთან ერთად მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიას იცავდა.

სპორტსმენის გარდაცვალება მისმა დედამ დაადასტურა:

"ჩემი შვილი აზოვსტალში დაიღუპა, წავიდა თავის მარადიულ საცხოვრებელში. ერთადერთი ადგილი, სადაც მისი დატოვება შემიძლია, ღმერთის ხელებია. არტემი უკრაინის ღირსების დაცვისას გარდაიცვალა. ღმერთმა თავისთან წაიყვანა. მადლობა, ვინც მისთვის ლოცულობთ. შენ საუკეთესო შვილი იყავი. სამოთხეში შევხვდებით".

მომზადებულია thenewsdept-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსი დედა-შვილები გინებით და ბილწსიტყვაობით ელაპარაკებიან ერთმანეთს, გაიგეთ ქართველო "ერთმორწმუნეებო"
koka
13 მაისი 2022 15:01
9
რაც ქართული ტელევიზიებიდან წამყვანები, სტუმრები იგინებიან და უფრო უარესად ახალგაზრდა ბიჭები საკუთარ დედებს " ჩემი დედათი" ( ეს კიდევ რბილი ნათქვამია) მოიხსენიებენ. მოდით რა? ჯერ საკუთარ თავებს შევხედოთ, როგორ ვიქცევით, რა პირით ვიგინებით კაცი, ქალი თუ ბავშციც კი, და მერე სხვისკენ გავიშვიროთ ხელი.
კოკას, რელიგიას ნუ ეხები!
13 მაისი 2022 16:27
6
არესტოვიჩსს და არესტოვიჩებს არ ესიამოვნებათ, ამ ბიჭების გამოსვლა, რადგანაც /თუ გამოვალთო, ჩვენ ვიცითო როგორ მოგივლითო/ შემოუთვალეს არესტას აზოველებმმა. თურქეთი ჩაეია მოლაპარაკებებში და ეგება გამოვიდეს რამე.
კოტე
13 მაისი 2022 14:47
24
ღმერთმა აცხონოს ღირსეული ვაჟკაცი! იმედია, ამ მართლაც გმირ და ლეგენდად ქცეულ მეომრებს როგორმე გამოიყვანენ იმ ჯოჯოხეთიდან, მაგრამ ღვარძლიანი ღრუსებისგან გულმოწყალების იმედი დიდად არ მაქვს. ძალიან გამიხარდება, თუ ვცდები. ღმერთი ჰფარავდეთ.
რატი
13 მაისი 2022 14:20
2
აზოვსტალის ,მებრძოლ მაგარ პატრიოტ ბიჭებს, ვგულშევმატკივრობ! იმედია მოლაპარაკებების გზით მოხერხდეს, თქვენი გამოყვანა მაგ ჯოჯოხეთიდან!
გია
13 მაისი 2022 12:41
2
კრემლის ვირთხამ უარი თქვა აზოვის მძიმედ დაჭრილი მებრძოლების რუს ტყვეებში გაცვლაზე. ეგ ავადმყოფი პარანოიკი შურისძიების წყურვილითაა შეპყრობიოლი.
გენო
13 მაისი 2022 14:18
1
აზოვი,უკრაინის სიმტკიცის სიმბოლოა და პუტინი ყველანაირად ეცდება,იქიდან ცოცხალი ვერავინ გამოვიდეს.სამასი სპარტელია დღეს აზოვი."ჩვენი ისრების წვიმა,მზეს დააბნელებს,დაგვნებდით!"მიმართა ქსერქსემ:"მერე რა,ჩვენც სიბნელეში ვიბრძოლებთ".უპასუხეს სპარტელებმა.მეშინია მეორე მსოფლიოს ომში,როგორც აჯიმუშკაის კატაკომბებში გაუშვეს გაზი ფაშისტებმა,აქაც იგივე არ გააკეთოს,რუსეთმა.რაზმ "ალფას"ანტიტერორისტული სამსახურის ყოფილმა მეთაურმა,უკვე წამოაყენა წინადადება,ყველა გამოსასვლელი ცემენტით ამოვავსოთ და შიგნით ანთებული საბურავები ჩავუყაროთ,ვირთხებივითო.რაკი ეს გაახმაურეს,ესე იგი ამაზე უკვე ფიქრობენ
სოსო
13 მაისი 2022 13:28
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული