სხვა

კრივი

"შენ საუკეთესო შვილი იყავი..." - აზოვსტალში დაღუპული ჩემპიონის ამბავს მისი დედა ეხმაურება

AutoSharing Option
აზოვსტალის დაცვისას კიევის ჩემპიონი კრივში, არტემ მოშა დაიღუპა. არტემი თანამებრძოლებთან ერთად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და სხვა მებრძოლებთან ერთად მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიას იცავდა.

სპორტსმენის გარდაცვალება მისმა დედამ დაადასტურა:

"ჩემი შვილი აზოვსტალში დაიღუპა, წავიდა თავის მარადიულ საცხოვრებელში. ერთადერთი ადგილი, სადაც მისი დატოვება შემიძლია, ღმერთის ხელებია. არტემი უკრაინის ღირსების დაცვისას გარდაიცვალა. ღმერთმა თავისთან წაიყვანა. მადლობა, ვინც მისთვის ლოცულობთ. შენ საუკეთესო შვილი იყავი. სამოთხეში შევხვდებით".

მომზადებულია thenewsdept-ის მიხედვით