საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია დოპინგ-სკანდალში გაეხვია

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს სამი სახის აკრძალული ნივთიერების გამოყენება აღმოუჩინეს და ბირთვის კვრაში შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს - ამ ინფორმაციას  ტესტების საერთაშორისო სააგენტო ITA ადასტურებს, ინფორმაცია კი illinoisnewstoday-მ და reuters-მა გაავრცელეს.

გამოცემის მიხედვით, 36 წლის სპორტსმენს ორი სტეროიდი და აკრძალული ჰორმონი( მეტანდიენონი, დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი და ტამოქსიფენი) აღმოაჩნდა. აბრამიანს კიდევ ერთი ტესტის მოთხოვნის უფლება აქვს და საკუთარი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოშიც მიეცემა.

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ჩვენთვის ცნობილი გახდა,
რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.

დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.

მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.

აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი."

altრამაზ ზოიძე ნახევარფინალშია [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგ ისეთ ასაკშია მაინც დამთავრებული ჰქონდა კარიერა, მაგრამ ძალიან ტეხავს, რომ ტოკიოს დათვალიერების გამო ჩვენი სპორტსმენების რეპუტაციას დარტყმა მიაყენა და ახლა უკვე ეჭვის თვალით შეიძლება დაგვიწყონ ყურება.
H
03 აგვისტო 2021 19:04
3
რა მოხდა ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა??? პირველი შემთხვევაა სპორტში ესეთი რამ... არც ბოლო. დაწყნარდით!!!
tngh
03 აგვისტო 2021 18:08
16
სომხობა რა შუაშია?
კოტე ბრეგვაძე
03 აგვისტო 2021 16:25
5
თავშია ბატონო კონსტანტინე, თავში, 36 წლის, კარიერას გააგრძელებს თუ რა, ვერ დავაბრალებ, მაგრამ ისეთები უქნიათ, თუნდაც ახლო წარსულში ბაგრამიანის ბატალიონი, რომ აიღებდა ფულს და სპეციალურად სახელს გაუტეხავდა ქართველ სპორტსმენებს, თუ ცოტა "კეთილის" მსურველი გვყავს გინდ ჩრდილოეთიდან და გინდ სამხრეთიდან, დასავლეთშიც აღშფოთებას ვერ მალავენ ლომების, უკაცრავად ცისფერების პრაიდის ჩაშლის გამო
llcl
03 აგვისტო 2021 18:37
6
ეროვნება არაფერ შუაშია, სხვა მხრივ გეთანხმებით.
ჯუჯი
03 აგვისტო 2021 16:12
4
ნამდვილად ზურაბ გირჩელმა ურჩია, ამ პრეპარატების მიღება, ეგ ხომ ამ საქმეში პროფესორია.
გია
03 აგვისტო 2021 13:17
4
ალალი იყოს ჩვენი ბიუჯეტიდან მილიონი ბექაურზე და სხვა პრიზიორებზე, ღმერთმა გვიმრავლოს კიდევ! მაგრამ ესეთ სახეობებში, სადაც ოცეულში მოხვედრის თეორიული შანსიც რომ არ არსებობს, მძლეოსნები, მოცურავეები და ესეთები, რატომ უნდა გაიწიოს ხარჯი ვერ ვხვდები, თუ არის 18-22 წლის სპორტსმენი და მოიპოვა ლიცენზია კიდევ ჯანდაბას, პერსპექტიული ეთქმის, მაგრამ 36 წლის სომეხს რომ წაიყვან, აგერ ბატონო შედეგი-სირცხვილი
llcl
03 აგვისტო 2021 13:13
26
რასაც ამბობ,ყველაფერს აქვს არსებობის უფლება,გარდა ერთისა.შენი ქვეყნის მოქალაქე,ყველა ერთია,მიუხედავად ეროვნებისა.გამორჩევა არ შეიძლება.ანტონ პლესნოის გმირობა და მედალი ხომ გაგვიხარდა?ეს ბიჭი თუ მართალია,გვერდთ უნდა დავუდგეთ,ხოლო თუ ტყუის,პასუხს,აუცილებლად მოსთხოვენ.ისე არ მესმის,რაში სჭირდებოდა დოპინგი.მედალზე ბრძოლის შანსი რომ არ ექნებოდა,ხომ ცხადი იყო.
სოსო
03 აგვისტო 2021 21:30
0
სირცხვილი!
gia
03 აგვისტო 2021 12:58
9

სიახლეები პოპულარული