ქართველმა მკლავჭიდელმა საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
15 დეკემბერს, მოლდოვის ქალაქ ჩისინაუში მკლავჭიდის (WEA Grand Prix 2018) მსოფლიო ელიტური ფედერაციის ტურნირი გაიმართა, სადაც მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ქართველმა რევაზ ლუთიძემ დაიკავა.

ტურნირში მონაწილეობას 16 სპორტსმენი იღებდა, საქართველოს კი ერთადერთი მონაწილე წარმოადგენდა, შეჯიბრება ჩატარდა როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით მკლავჭიდში.

ქართველი მკლავჭიდელი მარჯვენა ხელის ტურნირის ფინალში უკრაინელ პეტრო მარარინტთან დამარცხდა, მანამდე კი რუსი სერგეი პატრიკეევი და მოლდოველი საბინ ბადულეკუ დაამარცხა.

რევაზ ლუთიძე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია, იგი ამავდროულად საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა.

altსაქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრებმა

მსოფლიო ჩემპიონატზე 77 მედალი მოიპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ მე გადამოწიოს ხელი და მერე განაცხადოს პრეტენზია მსოფლიო ჩემპიონობაზე
უბნის ინსპექტორი
12:37 18-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული