ტურნირში მონაწილეობას 16 სპორტსმენი იღებდა, საქართველოს კი ერთადერთი მონაწილე წარმოადგენდა, შეჯიბრება ჩატარდა როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით მკლავჭიდში.
ქართველი მკლავჭიდელი მარჯვენა ხელის ტურნირის ფინალში უკრაინელ პეტრო მარარინტთან დამარცხდა, მანამდე კი რუსი სერგეი პატრიკეევი და მოლდოველი საბინ ბადულეკუ დაამარცხა.
რევაზ ლუთიძე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია, იგი ამავდროულად საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა.
საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 77 მედალი მოიპოვა [VIDEO]