სხვა

მკლავჭიდი

საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 120 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდის ნაკრებმა 120 მედალი მოიპოვა.

უფროსებში ჩვენმა გუნდმა 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა 24 ოქროს, 14 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო.

პირველ ადგილზე გავიდნენ პარამკლავჭიდელებიც, რომელთა ანგარიშზე 23 ოქროს, 20 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.

მომზადებულია Sportstat.gov.ge-ს მიხედვით