გინება, ჩხუბი, კვერცხები - ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა.

სხდომა "ბომონდ გარდენში" იყო დანიშნული, სადაც მისულ რამდენიმე ათეულ სპორტსმენს ადგილზე დაცვა დახვდა და სხდომაზე არ უშვებდა. მათი თქმით, ეს ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის მოთხოვნით ხდებოდა. მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს, სადაც ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს, ასევე, ისროლეს კვერცხები.

სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში
ადანაშაულებენ.

წყარო: IPN.ge



მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ შევარდნილ ჩმორიკებს კამერის წინა ააქვთ მარტო მაგარი გული?
13
ადამიანი (მკლავჭიდელი) რო კვერცხების სროლას დაიწყებს, ესეიგი თვითონ არა აქვს კვერცხები ან თავად გახლავთ კვერცხი (პროვოკატორი კცვერცხი... ცოტა ნაცუკაც...)
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული