ფედერაციის განმარტებით, დისკვალიფიკაციის მიზეზი 2021 წლის მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლა გახდა, რომლისთვისაც ორგანიზება საქართველოს უნდა გაეწია. ფედერაციის შეფასებით, აღნიშნულმა მათი იმიჯი დააზიანა და ფინანსურადაც უზარმაზარი ზარალი მიაყენა.
საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ დისკვალიფიკაციის მოხსნის მიზნით ფინანსური სანქციები უნდა გადაიხადოს.
,,მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო. საქართველოს ფედერაციამ ვერ მოახერხა 2021 წლის
წყარო: InterPressNews