სხვა

მკლავჭიდი

ქართველი მკლავჭიდელების წარმატება სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ პროფესიონალურ შეჯიბრებაზე ქართველმა მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს. ტურნირზე ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. დასავლეთის ნაკრები იყო დაკომპლექტებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებით, ხოლო აღმოსავლეთის გუნდში ევროპისა და აზიის წარმომადგენელი სპორტსმენები ასპარეზობდნენ.

ტურნირში მონაწილეობა 5-მა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო: რევაზ ლუტიძემ, გენადი კვიკვინიამ, ზურაბ თავბერიძემ, ირაკლი ზირაქაშვილმა და დავით სამუშიამ. გამარჯვება რევაზ ლუტიძემ, გენადი კვიკვინიამ და ზურაბ თავბერიძემ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ლუტიძე და გენადი კვიკვინია იმავე ლიგასა და იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზებენ, რომელშიც ლევან საგინაშვილი (ქართველი
ჰალკი) ასპარეზობს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო