გიგა კუხალაშვილი: ვინც კარანტინს არღვევს - ერის მტერია და მათ ყველა უნდა ვიცნობდეთ

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი გიგა კუხალაშვილი კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს. გთავაზობთ მას უცვლელად: 

"მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ჩვენი ექიმების სწრაფი და ეფექტური რეაგირება ვირუსთან ბრძოლაში და საჯაროდ გამოვხატო მათ მიმართ ჩემი აღფრთოვანება. სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე არ ველოდი ჩვენი მედიცინასგან ასეთ შედეგებს მტერთან - სახელად "კორონასთან" ბრძოლაში; მტერთან, რომელიც დღეს ებრძვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კაცობრიობას! ქედს ვიხდი თქვენ წინაშე!

მე არასდროს გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება და
ყოველთვის ვიკავებ თავს ამა თუ იმ პარტიის შესახებ საუბარზე, მაგრამ დღეს მინდა გამოვეხმაურო როგორც მმართველი, ასევე სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ქმედებებსა და განცხადებებს. თურმე ვირუსი ყოფილა საჭირო იმისათვის, რომ მომესმინა სიტყვები: "დღეს ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე". ალბათ სადმე პარალელური სამყაროს საქართველოში (თუკი ასეთი არსებობს), არ არის ოპოზიცია და პოზიცია და ყველას ერთი გეზი აქვთ აღებული, იყოს ეს თუნდაც სწორი და თუნდაც არასწორი გზა. მე ვწერ ამას, როგორც ერთიანობას მოწყურებული ადამიანი!

ასევე, ჩემთვის რა თქმა უნდა გასაგებია და სრულიად ვეთანხმები იმას, როდესაც არ ასაჯაროებენ იმ პიროვნებების პირად მონაცემებს, რომლებიც ებრძვიან კორონავირუსს, მაგრამ მე მოვითხოვ და ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ გასაჯაროვდეს ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი თავისი ფოტოებით, რომლებიც შეგნებულად არღვევენ კარანტინისა და შიდა იზოლაციის წესებს. ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიცნობდეთ ამ პრო#ებს! ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის არ უნდა ჩამოვართვათ ხელი, როგორც ვაჟკაცს და ვის არ უნდა ვუწოდოთ ქართველი მანდილოსანი. 3000 ლარი ჯარიმის სახით - ეს არის თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის საფასური, რომელიც სრულიად შეუსაბამოა დანაშაულთან ქვეყნისა და ერის წინაშე!" - დაწერა მებრძოლმა საკუთარ "ფეისბუქანგარიშზე".  

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ გიგა. მე ცოტას დავამატებ, ეგეთ არსებებზე როგორც ცოფიან ძაღლზე ისე უნდა ფიქრობდეს ყველა. სადაც გადაეყრება ადამიანს უნდა ჰქონდეს მათი ლიკვიდაციის უფლება. აუცილებელი არ არის ტყვიით ან დანით მომკლას ვინმემ, ამისთვის უბრალოდ დაინფიცირებული არსების შეხვედრაც კმარა. რა აზრი აქვს რითი დამიპირებ მოკვლას? მათი ლიკვიდაცია თავდაცვისას აუცილებელი მოგერიების მიზნით. ეს არის მაგათი დიაგნოზი და სამართალი.
ნიკა
19 მარტი 2020 09:27
2
ნარკოტიკის გამავრცელებელზე დიდი სასჯელი უნდა იყოს
giga
19 მარტი 2020 09:23
3
მართალია ეს კაცი!!!
გვერდშიდგომა
19 მარტი 2020 01:42
0
აუცილებელია ეგ...
ავთანდილი
19 მარტი 2020 00:11
0
ერთი რინგი დავდგათ ინფექციურში.დვალიშვილი,დოლიძე და ეს კაცური კაცი ვამორიგეოთ შიგნით და ვინც კარანტინს დაარღვევს 5 წუთით შევუგდოთ ამ ბიჭებს :-)ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.ყველაფერი მაგრად იქნება
საზოგადოება
18 მარტი 2020 23:41
2
კარგი კაცი ხარ
J
18 მარტი 2020 22:59
1
კარგი კაცი ხარ
Jk
18 მარტი 2020 22:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული